სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე

0
218
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სამარხვო კერძი არ ნიშნავს, რომ ის გემრიელი არ იქნება. თუ იცავ მარხვას, არ ნიშნავს, რომ პური და წყალი ამ დროს ერთადერთი საკვებია. უამრავი სამარხვო კერძის რეცეპტი არსებობს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ დელიკატესებს.

კექსი სამარხვოდ მომზადებული უფრო  ჯანსაღი დესერტია. გაიგეთ  რითი შეცვალო აკრძალული პროდუქტები.

გემრიელი სამარხვო ნამცხვარი

სამარხვო ნამცხვრებიც, როგორც ყველა სამარხვო კერძი, სწრაფად და იოლად მზადდება. ამისთვის არ დაგჭირდებათ სპეციალური ინგრედიენტები და მოწყობილობები.

გთავაზობთ სამარხვო კერძის რეცეპტს, რომლის მომზადება ბავშვსაც კი შეუძლია.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 100 გ შაქარი
  • 100 მლ ზეთი
  • 400 გ ფქვილი
  • ერთი ჩაის კოვზი სოდა
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაცერით ფქვილი და სოდა ღრმა ჯამში.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

2. გახსენით თბილ წყალში თაფლი, დაამატეთ შაქარი, მარილი და ზეთი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

3. ფქვილი თანდათან შეურიეთ თაფლიან ხსნარს, კარგად მოზილეთ ცომი, ის უნდა გამოვიდეს უფრო სქელი, ვიდრე თხელი ბლინების ცომს სჭირდება.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

4. თუ კექსი მოსაწყენი გეჩვენებათ, დაამატეთ მასში კენკრა ან კაკალი.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

5. ჩაასხით ცომი ფორმებში, ნახევრამდე. ცომი აიწევა გამოცხობის დროს.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

6. 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით კექსი და გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში. გამოსაცხობად კარგი იქნება სილიკონის ფორმები.

სამარხვო კექსი კვერცხისა და კეფირის გარეშე | შენი სუფრა

მარტივი სამარხვო ნამცხვარი ნებისმიერ რძეზე და კვერცხზე მომზადებულს შეეჯიბრება.

მოუყევით მეგობრებს სოციალურ ქსელებში წყალზე დამზადებული კერძის მომზადების შესახებ!

READ  ჩვენ ვეძებთ და ვირჩევთ მართლაც უჩვეულო და ორიგინალურ გემოს!