კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი

0
106
#post_seo_title

გემრიელი კექსი ჩირითა და თხილით თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • ნახევარი ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 1/2 ჭიქა შავი ქლიავი
  • 1/2 ჭიქა გამხმარი გარგარი

მომზადება

  1. შავი ქლიავი და გარგარი საგულდაგულოდ გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  2. ქიშმიში ფარეცხეთ, 10 წუთი ცხელ წყალში გააჩერეთ და გააშრეთ.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  3. ნიგოზი დაჭერით, მაგრამ არა ძალიან წვრილად.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  4. ღრმა ჯამში გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და ერთგვაროვან მასამდე აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სოდა.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  5. ნაღების კარაქი დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, გააცივეთ და დაამატეთ ცომს. იქვე დაუმატეთ ნახევარი ლიმონი. საგულდაგულოდ აურიეთ.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  6. დაამატეთ ცომს თაფლი, ჩირი და ნიგოზი. საგულდაგულოდ აურიეთ.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  7. გადაიტანეთ პერგამენტით ან ზეთით შემოსაზღვრულ ფორმაში. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსამდე და მოამზადეთ 35-40 წუთის მანძილზე.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
  8. გაცივებული კექსი მიიტანეთ სუფრაზე.
    კექსი ჩირით და თხილით – შენი რეცეპტი | შენი სუფრა
ვიტამინებით სავსე და მარტივად მოსამზადებელი კექსი მშვენივრად უხდება ყავას ან ცხელ რძეს. შეგიძლიათ მას შიგნით ნებისმიერი ჩირი დაუმატოთ და ყოველდღე მოამზადოთ.
მასალის გამოყენების პირობები
READ  არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე!