კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით

0
264
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ხაჭაპურს სხვადასხვა ალტერნატივა აქვს – ეს იქნება ხაბიზგინა თუ ჭახრაკინა. ყველთან ერთად ყველაფერი გემრიელი გამოდის. ახლა შემოგთავაზებთ ყველის, ხაჭოსა და მწვანილეულის საინტერესო კომბინაციას. ცომი მზადდება საფუარის გარეშე, კეფირზე სოდით და გამოდის საკმაოდ ფუმფულა .

ინგრედიენტები

  • 200 მლ კეფირი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 300 გ ხაჭო
  • ორი ცალი კვერცხი
  • 260 გ ფქვილი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • 200 გ იმერული ყველი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 20 გ კარაქი

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურის კეფირი მოათავსე ჯამში. დაამატე მარილი და სოდა. აურიე და დატოვე 15 წუთი.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

  1. შეურიე ერთმანეთს გახეხილი ყველი, ხაჭო და კვერცხი. ასევე დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი. კარგად აურიე.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

  1. კეფირს დაამატე გაცრილი ფქვილი და მოზილე ცომი. დააფარე სამზარეულოს პარკი და დატოვე კვლავ 15 წუთი.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

  1. ცომი გაყავი 8 ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელე მრგვალი ფირფიტის სახით. შუაში დაადე ასევე 8 ნაწილად გაყოფილი შიგთავსის მერვედი, მოუკარი პირი და გააბრტყელე.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

  1. შეწვი საშუალო ცეცხლზე უცხიმოდ ორივე მხრიდან. თავიდან თავღია ტაფაში. გადაბრუნების მერე კი – თავზე დააფარე.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

  1. ხაჭაპური გადაიტანე თეფშზე და წაუსვი კარაქი.

კეფირზე მომზადებული ღვეზელი ყველითა და მწვანილით | შენი სუფრა

ის გამოდის რბილი და გემრიელი, ხრაშუნა ქერქით. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

ეს რეცეპტი კი ასწავლეთ მეგობრებსაც!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ლაღიძის წყლების" დაუვიწყარი გემო - ცნობილი ბრენდის გზა ქუთაისიდან მსოფლიომდე