სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკეჟერა ფხლების მეფეა - ზურა შევარდნაძე

კეჟერა ფხლების მეფეა – ზურა შევარდნაძე

კეჟერა ფხალს გურიაში ივნისის თვეში თესავენ,

კეჟერა ფხალს ნაფერსცვალებევს გადარგავენ და მიწას კარგად შემოაყრიან, მალე გათამამდება და ხვიტებსაც დაიმსხვილებს. კეჟერა ფხლების მეფეა.

ოქტომბერში პირველი შიშხათიანი ამინდების მერე, მთას რომ ჩამოთოვს იწყებენ შეტეხვას.

ახალ წლამდე მოჭრიან შუას ზევით, მოწალავენ თავის ხვიტებიანად, დერგებში ან მომცრო სამწნილე ჭურში ჩაბესკნიან და დაამჟავებენ. ყინვა, თოვლი თვარ ჭამა ისე არ ვარგაო იტყოდენ.

გამარტებაზე ანწლის ჟვეროს გაიფენდა ბებია, მუხლებზე დადებოდა, მკლავებს აიკეცავდა, ჭურისთავს ფრთხილად მოხდიდა და ამოყრიდა გვერდებდაჭაჭყულ გობზე, დადგებოდა სურნელი, მარტო მაშინ იმ ჭურისთავზე, წყავების ქვეშ რომ იცოდა იმფერი.

დაჭრიდა, ტილოში გამოკონილ გამშრალ თხილისგულს, ნედლ ქინძს, ნიორს და პიმპილას მუხლზე დანაყავდა ფილში, დანაყვის დროს მუხლს ააყოლებდა, ასეთი იყო წესი, ყველას ბებია ასე ნაყავდა. სუნელს პეშვით გამოიღებდა ფილიდან და შეტუტყავდა ფოთლიან ხვიტიანად, საღანზე ამოარიგებდა.

წაგრილებულ კეცის ჭადთან, აგვისტოს დერგის ყველთან კეჟერა ფხალზე უკეთესი საჭმელი თუა რამე არ მგონია.

გამარტებაზე გადაჭრილი ძირები ახალ ფოთლებს და ყვავილებს გამოიღებს, გურულები იტყვიან ჭიჭვი იყარაო. შეაცლიდა ბებია ახალ ფოთლებს, მოწალავდა და მწვანედ შეასუნელებდა, იტყოდა ზოგჯერ: ჭიჭვი გაჭივრებისაა მარა გემბრიელი და მარგებელია დალოცვილიო, ერთ იჯრაზე მაინც უნდა ჭამოს კაცმაო და დალოცავდა გამჩენელს.

დაქცეულ, ხელშეშლილ ოჯახზე იტყვიან გურიაში: ისეა მომსპარი , დაგლახებული, დაფსებული მაი გამარტებაზე ჭიწვსაც ვერ იყრისო. გაბრაზებული გურული დაიმუქრება ისე მოვსპობ ჭიჭვიც ვერ იყაროსო. დაკარგულია, რახანია აღარ გამიგონია ვინმეს ეთქვს.

ჭიჭვი ფხალი კი წელსაც მოვწალე. სანამ ვარ კეჟერა სულ იქნება ჩემს ბახჩაში. ღმერთო ისე მოსპე ჩვენი მტერი ჭიჭვიც ვერ იყაროს.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მივირთვათ თუ არა ჩაი? და როგორ ჩაიზე შევაჩეროთ არჩევანი
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები