კენკრის ჟელე არაჟნით: უგემრიელესია და წონაშიც არ მოიმატებთ

0
42
#post_seo_title

დაბალკალორიული კენკრის ჟელე სასიამოვნო წასახემსებელია. მისით შეგიძლიათ საკვების სრულფასოვანი პორცია ჩაანაცვლოთ, მაგალითად ისაუზმოთ. ბავშვები დიდი სიამოვნებით შეექცევიან მას და მომზადებაში დახმარებაც არ დაეზარებათ.

კენკრის ჟელე არაჟნით სასიამოვნო და გემრიელი დესერტი ორ ფენად მზადდება: ქვედა კენკრის პიურესგან შედგება, მარწყვის მთლიანი მარცვლებით, ზედა კი არაჟნისგან და სხვა საყვარელი კენკრისგან. გამოიყენეთ უცხიმო არაჟანი, მარყვი, ჟოლო, ქლიავი… და დაიწყეთ მომზადება…

ინგრედიენტები: არაჟანი 250მლ. შაქარი 6 ს.კ. მარწყვი 500გ. ჟოლო 100გ. მოცვი 100გ. ჟელატინი 40გ. წყალი 400მლ.
მომზადება
  1. 200 გ მაწყვი დაჭყლიტეთ ბლენდერში პიურეს მასის მიღებამდე. 20 გ ჟელატინი გახსენით 250მლ წყალში, გაახურეთ გაზავებამდე და გააცივეთ. აურიეთ პიურესთან, დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი.
  2. 200 გ მარწყვი, ნახევრებად დაჭრილი, ჟელეს ფორმაზე დააწყვეთ, დაასხით პიურე და მოათავსეთ მაცივარში 2.5 საათით.
  3. დარჩენილი ჟელატინი გახსენით 150მლ წყალში, ასევე გაახურეთ და გააცივეთ, დაასხით არაჟანი. მოაყარეთ 4 ს.კ. შაქარი და საგულდაგულოდ აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი მარწყვი და სხვა კენკრა.
  4. დაასხით არაჟნის ფენა მარწყვის პირველ გაციებულ ფენას დამოათავსეთ მაცივარში კიდევ 2 სთ.

ამ კენკრის ჟელეს ერთხელ გასინჯვისას, მის რეგულარულად მომზადებას დაიწყებთ. ზამთარში ის გაყინული კენრისგან გააკეთეთ, პიურე წვენის ნაზი ფენით ჩაანაცვლეთ. მშვენიერი იდეაა სადღესასწაულო სუფრისთვის.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები