კატლეტი -მოამზადეთ განსხვავებული რეცეპტით

0
159
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

კატლეტი ყველასთვის საყვარელი კერძია. თუმცა, არსებობს რეცეპტები, რომელთა მიხედვით მომზადებული ფარში კატლეტზე გაცილებით უკეთესი გამოდის. ხორცის ფარშზე რძისა და იოგურტის დამატებით შესანიშნავი ხორცის ოლადები მზადდება. რა თქმა უნდა, ისინი არის ძალიან რბილი და წვნიანი ჯერ კიდევ ”ცომის” მომზადების ეტაპზე.

კატლეტი, იგივე ხორცის ოლადები საკმაოდ პიკანტური გემოსია. თუმცა, წიწაკა ჩილი შეგიძლია ჩაანაცვლო სხვა წიწაკების ნაკრებით, გემოვნების შესაფერისად.

ინგრედიენტები

  • 250 გ საქონლის ფარში
  • 200 მლ რძე
  • 3 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჩ. კ. ბეგქონდარა
  • ათი გ გამაფხვიერებელი
  • 200 მლ იოგურტი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. წიწაკა ჩილი
  • 4 ს. კ. ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს რძე და იოგურტი. დაამატე კვერცხი, ხორცის ფარში, პრესში გატარებული ნიორი, წიწაკა ჩილი, ბეგქონდარა, მარილი და გამაფხვიერებელი.

კატლეტი -მოამზადეთ განსხვავებული რეცეპტით | შენი სუფრა

  1. შემდეგ დაამატე ფქვილი და მოზილე ჰაეროვანი ცომი – მასა ოლადებისთვის.

კატლეტი -მოამზადეთ განსხვავებული რეცეპტით | შენი სუფრა

  1. ტაფა კარგად გააცხელე, ჩაასხი ზეთი და მასში მოათავსე ხორცის ოლადები. შეწვი ორივე მხარეს ბოლომდე.

კატლეტი -მოამზადეთ განსხვავებული რეცეპტით | შენი სუფრა

იოგურტისა და რძის წყალობით ოლადები გამოდის ძალიან ნაზი. ფარში შეგიძლია შეარჩიო ნებისმიერი – საქონლის, ღორის ან შერეული. ყველა ერთმანეთზე უკეთესია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც სოცქსელების საშუალებით!

READ  არომატული და პიკანტური გემოს ყურძნის ჯემი, რომელიც ნებისმიერ მარმელადზე უკეთესია.