კარტოფილის ცომში გახვეული სოსისი

0
152
#post_seo_title

დარწმუნებული ვარ, როდესაც თქვენ გასინჯეთ ცომში გახვეული სოსისი, იმწამსვე გახდით მისი ერთგული თაყვანისმცემელი. ხორცის და ცომის კომბინაცია ყოველთვის წარმატებულია. უფრო მეტიც ის უფრო უმჯობესდება.

შემოგთავაზებთ კატოფილის პიურის ცომში გახვეულ სოსისის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ პოპულარული ვარიაციაა  კლასიკური კერძის.

შემადგენლობა

კარტოფილი 1 კგ

კვერცხი 2 ცალი.

ხორბლის ფქვილი 200 გ

მანი 90 გრ

კარაქი 25 გრ

რძიანი სოსისი  10 ც

სეზამი 1ს/კ.

მარილი გემოვნებით

კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ კუბიკებად. დაასხით წყალი, ჩაამატეთ მარილი და მოხარშეთ.

გადაწურეთ წყალი და ჩაზილეთ, შეურიეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი, მანი, მოზილეთ ნაზი ცომი.

გაყავით ცომი 10 ნაწილად. თითოეული გაათხელეთ და გაახვიეთ მასში სოსისი.

პერგამენტის ქაღალდზე წაუსვით კარაქი და დაალაგეთ ზედ მომზადებული სოსისები, ზემოდან გადაუსვით კვერცხი, გამოაცხეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთით. გააციეთ და მიირთვით გემრიელად.

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი რეცეპტები. ცოცხალი საფუარით, ნებისმიერი ცომი უფრო გემრიელი გამოდის!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ