კარტოფილის ღვეზელი ბეკონის შიგთავსით

0
151
#post_seo_title

კარტოფილი უნივერსალური პროდუქტია. მას ყველაფერი უხდება და უამრავი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტია. კულინარული ფანტაზია ამოუწურავია და დღეს გთავაზობთ კარტოფილის ღვეზელი ბეკონისა და პარმეზანის შიგთავსით.

კარტოფილის ღვეზელი ბეკონითა და ყველით ძაკიან ნოყიერია. ამ უკანასკნელის შემადგენლობა  შეგიძლიათ შეცვალოთ რაიმე მაგარი ყველით.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 თავი ხახვი
  • 200 მლ ნაღები
  • 1 ს. კ. ძმარი
  • 6 ცალი კვერცხი
  • 200 გ ბეკონი
  • 100 მლ რძე
  • კარაქი გემოვნებით
  • პარმეზანი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარტოფილი გაფცქვენი და მოხარშე მარილიან და ძმრიან წყალში.
  2. მოხარშული ცივი კარტოფილი გახეხე მსხვილ სახეხზე. დაამატე 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი, ერთი კვერცხი და აურიე.
  3. საცხობ ფორმას უხვად წაუსვი კარაქი. გადაიტანე მასში კარტოფილის მასა და გაუკეთე გვერდები.

კარტოფილის ღვეზელი ბეკონის შიგთავსით | შენი სუფრა

  1. დარჩენილი ნიორი წვრილად დაჭერი და შეწვი ზეითუნის ზეთში. დაამატე წვრილად დაჭრილი ხახვი.
  2. დაჭერი ბეკონი და ჩაამატე ხახვს. ცალკე ათქვიფე 5 კვერცხი, დაამატე მარილი და პილპილი, ასევე რძე და ნაღები. კვლავ ათქვიფე.

კარტოფილის ღვეზელი ბეკონის შიგთავსით | შენი სუფრა

  1. კვერცხის მასა ჩაასხი კარტოფილიან საცხობში. შემდეგ დაამატე ხახვისა და ბეკონის მასა. მოაყარე წვრილად გახეხილი ყველი და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.

კარტოფილის ღვეზელი ბეკონის შიგთავსით | შენი სუფრა

მიირთვით ცოტა შეგრილებული სახით. ეს კერძი საუკეთესოა ყოველდღიური რაციონისთვისაც და სტუმრების დასახვედრადაც. გამოდის საკმაოდ ნოყიერი და არომატული.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წარმოუდგენლად ნაზი, ზომიერად ტკბილი და სურნელოვანი ბისკვიტის დესერტი “მილკა”.