შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიარომატული ჩაი კარკადე და მისი სასარგებლო თვისებები

არომატული ჩაი კარკადე და მისი სასარგებლო თვისებები

ჩაის სამკურნალო მატონიზირებელი ეფექ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ლას გაგ­ვი­გო­ნია.

ჩვენში ყველაზე მეტად მწვანე და შავ ჩაის ეტანებიან,

თუმცა არსებობს მრავალი სხვა სახეობაც, მათ შორის – კარკადე, მცენარე ჰიბისკუსის ფურცლებისგან მზადდება. ის ძალიან სასარგებლოა, თანაც ძალიან ლამაზი და არომატული. წითელ ფერს მას ანტოციანები აძლევს, რომლებიც ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს მათ განვლადობას და აწესრიგებს წნევას. გაითვალისწინეთ: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას მაღლა სწევს, ხოლო ცივი – დაბლა.

ჰიბისკუსის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებს, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ზრდის ღვიძლის დამცველობით ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. სასარგებლოა ამ მცენარის დამბალი ფურცლების ჭამაც. მათში 7,5%-დან 9,5%-მდე ცილაა, რომელთა შემადგენლობაში შედის 13 ამინმჟავა, 6 – შეუცვლელი.

არომატული ჩაი კარკადე და მისი სასარგებლო თვისებები | შენი სუფრა

როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი?

მდუღარე წყალში ჩაყარეთ კარკადეს ფურცლები და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთი დატოვეთ. უფრო მეტხანს თუ ადუღეთ, სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება, ხოლო თვით ჩაი ჭუჭყიან-მორუხო ფერს მიიღებს. კარკადე შეგიძლიათ სვათ შაქრითაც და უშაქროდაც. ლიმონმჟავა, რომლითაც მდიდარია ჰიბისკუსის ფურცლები, ჩაის სასიამოვნო, მომჟავო გემოს აძლევს. ცივი კარკადე კარგი გამაგრილებელი საშუალებაა სიცხეში და მაღალი ტემპერატურის დროს.

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები