ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეები"იფქლს" სეს-მა წარმოების უფლება შეუჩერა - რა აღმოაჩინა მომხმარებელმა პურში

“იფქლს” სეს-მა წარმოების უფლება შეუჩერა – რა აღმოაჩინა მომხმარებელმა პურში

მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.

5 თებერვალს მოქალაქემ სეს-იდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შეამოწმა შპს იფქლის კუთვნილი

საწარმო (ს/კ 200179118, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ხარაძის ქ. N 2ა). დაფიქსირდა არაკრიტიკული და

კრიტიკული შეუსაბამობები.

ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად.

შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.

ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორია ბავშვის იდეალური საზაფხულო მენიუ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები