როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

0
38
#post_seo_title

თუ ჩვეულებრივი ნამცხვრები მოგბეზრდათ და რაიმე ეგზოტიკურის მომზადება გსურთ, იტალიურ  ღვეზელს გთავაზობთ. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივ ჰგავს, მაგრამ მაშინვე ამოიცნობთ განსხვავებას, როგორც კი გასინჯავთ.

იტალიური ღვეზელი მოამზადეთ  კლასიკური ვაშლის ღვეზელის მსგავსად და აქციეთ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად. გაგიმხელთ საიდუმლოს, მიირთვით თბილი ვანილის ნაყინის ბურთულასთან ერთად – ასე გემო უფრო აშკარა გახდება.

ინგრედიენტები: 180 გ ფქვილი. 4 ვაშლი. 2 კვერცხი, 200 გ შაქარი. 50 გ ნაღების კარაქი, 125 მლ რძე, 4 გ გამაფხვიერებელი. მარილი

მომზადება

თავიდან განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და კარგად ათქვიფეთ გულები 3 ს.კ. შაქართან ერთად სრულ გახსნამდე.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

როცა მასა გაღიავდება, დაამატეთ 25 გ დამდნარი ნაღების კარაქი, რძე და საგულდაგულოდ აურიეთ.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

დაამატეთ მარილი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ისევ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

შემდეგ გამოსაცხობ ფორმას გადააკარით პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ცომი.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

გაასუფთავეთ ვაშლი ქერქისგან, დაჭერით ფირფიტებად და დააწყვეთ ცომზე.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

ზევიდან ღვეზელს დაასხით დარჩენილი კარაქი და მოაყარეთ შაქარი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და 35 წუთი გამოაცხვეთ.

როგორ მოვამზადოთ იტალიური ღვეზელი. ყველაზე გემრიელი ღვეზელი მსოფლიოში!

გემრიელი ვაშლის ღვეზელი იდეალური დესერტია მეგობრებთან ერთად პირის ჩასატკბარუნებლად. ის განსაკუთრებული კომფორტის განცდას ბადებს.

 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები