ისეთი არომატულია, გულგრილი არავინ დარჩება. მზადდება ძალიან სწრაფად. მინიმუმალური ინგრედიენტები – შესანიშნავი შედეგი.

0
138
#post_seo_title

ინგრედიენტები:

400-500 გრ ღორის ხორცი

3-4 ც ქონდარი

6-8 კბილი ნიორი

30 მლ ზეთი

0,5 ლიმონი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ღორის სტეიკი (2 ც. თითო 200-250 გრ) ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ, მომზადებამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან.

1 თავი ნივრის კბილები გაასუფთავეთ, მაგრამ არ გაფცქვნათ.

სქელძირიან ტაფაზე გაახურეთ ზეთი, მოათავსეთ ქონდარი და ნიორი. შეწვით სანამ არომატს არ გაუშვებს.

მოასხით სტეიკს ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

მოათავსეთ ტაფაში და შეწვით 1 წუთის განმავლობაში, გადააბრუნეთ, და კიდევ 1 წუთის განმავლობაში შეწვით.

შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა 2-3-ჯერ.

მომზადების პროცესში ხორცი კარგად შეიბრაწება გარედან, შიგნით კი ნაზი, წვნიანი და არომატული დარჩება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გაგანდობთ შესანიშნავი მარინადის საიდუმლოებას ყველაზე წვნიანი და გემრიელი ხორცისთვის.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ