მედიაჰოლდინგი “შენი” განსხვავებული მარტივი და გემრიელი კერძების სამყაროში გეპატიჟებათ.
cookeasyandtasty-ის შემქმნელი ფუდბლოგერი ირინა მიროშნიჩენკო დაგეხმარებათ ხელმისაწვდომი მარტივი და ჯანსაღი რეცეპტების მოძიებაში, ვრცლად იხილეთ ინტერვიუში:
-გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ დგას cookeasyandtasty-ის უკან?
-მე ვარ ირინა მიროშნიჩენკო, ფუდბლოგერი, რომელსაც უყვარს მარტივი, გემრიელი და ხელმისაწვდომი კერძების შექმნა. ჩემი ბლოგი – cookeasyandtasty – არის სივრცე, სადაც ვუზიარებ ადამიანებს რეცეპტებს, რომლებიც არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტს და დროს, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია.
-რატომ აირჩიეთ კულინარია და საიდან იწყება თქვენი და სამზარეულოს ურთიერთობა?
– მოძრაობას, ექსპერიმენტებს და კრეატიულობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. სამზარეულო ის ადგილია, სადაც ეს ყველაფერი ერთიანდება. ბავშვობიდან მიყვარდა კულინარიული ექსპერიმენტები, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად სამზარეულოსთან ურთიერთობა დავიწყე, როცა საკუთარი ოჯახის კვებაზე ზრუნვა მომიწია. ვნახე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი კერძების მომზადება და ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარე.
-როგორც აღნიშნეთ, თქვენი ძირითადი აქცენტი არის მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ კერძებზე. თქვენი სეგმენტი დამწყები კულინარები არიან?
– ჩემი ბლოგის ძირითადი სეგმენტი ადამიანები არიან, ვინც დროის დეფიციტის მიუხედავად, მაინც ცდილობს გემრიელად და ჯანსაღად იკვებოს. ეს შეიძლება იყოს დამწყები კულინარები, ვინც მარტივ რეცეპტებს ეძებს, ასევე ისინი, ვინც ყოველდღიურად ამზადებს და ახალი იდეების აღმოჩენა სურს.
-გაგვიზიარეთ რაიმე საინტერესო და მარტივი რეცეპტი…
-გთავაზობთ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ რეცეპტს – ავოკადოს და კვერცხის წასახემსებელს ტოსტზე:
• 1 მწიფე ავოკადო
• 1 მოხარშული ან შემწვარი კვერცხი
• 1 ნაჭერი შავი პური
• მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი გემოვნებით
ავოკადო ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. გადაუსვით პურს, ზემოდან მოათავსეთ კვერცხი და სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული. მარტივი, ჯანსაღი და ძალიან გემრიელი!
-თქვენი ფავორიტი კერძი?
-მიყვარს ყველი, ამიტომ ყველის სხვადასხვა კომბინაციებით მომზადებული კერძები ჩემი ფავორიტია. განსაკუთრებით მიყვარს ფეტა ყველით და პომიდვრით გამომცხვარი კერძი.
-ამოჩემებული კერძი?
-ამ ეტაპზე, შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით ჩემი ამოჩემებული კერძია – სწრაფი, გემრიელი და სასარგებლო.
-პროდუქტი, რომელსაც არასოდეს მოიხმართ სამზარეულოში?
-არასოდეს ვიყენებ ერბოს, რადგან მისი გემო და არომატი არ მომწონს. კერძებს ვამზადებ ზეითუნის ზეთით, კარაქით ან სხვა მცენარეული ცხიმებით, რომლებიც უფრო მსუბუქია და ჯანსაღი.
-სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
-მინდა გავზარდო ჩემი ბლოგი, შევქმნა მეტი სასარგებლო კონტენტი, გავაუმჯობესო ფოტოგრაფია და ვიდეო გადაღება. ასევე, მექნება საკუთარი ვებსაიტი, სადაც უფრო დეტალურად დავამუშავებ რეცეპტებს და სამზარეულოს სასარგებლო რჩევებს.
-წარმარებებს გისურვებთ!
ავტორი თაკო ფიცხელაური
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები