ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიმპორტირებული მწვანილის საბაზრო ფასი

იმპორტირებული მწვანილის საბაზრო ფასი

ივნისში ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალში, მწვანილი ლიდერობს.

საქსტატის მონაცემებით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტის ფასი 58%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, წელს აღნიშნული პროდუქტის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა გაძვირებულია.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის თანახმად, წელს იანვარ-მაისში 695.1 ტონა (483.7 ათასი აშშ დოლარი) მწვანილი (მწვანილის სახეობების 80%) შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 152 ტონა (311.9 ათასი აშშ დოლარი). შარშან 1 კგ იმპორტირებული პროდუქტი, საშუალოდ 27 ცენტი ღირდა, წელს კი 70 ცენტი.

#drpkhakadze

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ეს უნდა იცოდეთ! აღდგომის ტრადიციები და საინტერესო ფაქტები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები