შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძი – ვარია ისრიმ-მაყვალში
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძი – ვარია ისრიმ-მაყვალში

იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძი - ვარია ისრიმ-მაყვალში
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 1, 2025
გაზიარება
გაზიარება

იმერული სამზარეულო საქართველოში ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანია. მას თამამად შეიძლება „დედა სამზარეულო“ ვუწოდოთ, რადგან ერთ-ერთი გამორჩეული და სრული სამზარეულოა. განსაკუთრებულია ფხალეულით, ფრინველის ხორცის გამოყენებით კერძებში, ყველეულით, ხაჭაპურითა და გამორჩეული საწებლებით.

ახლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საწებელზე შევჩერდებით, რომელსაც ალბათ ანალოგი არ მოეპოვება – ეს ისრიმ-მაყვლის საწებელია. ისრიმი სიმწიფისკენ წასული ყურძენია, რომელსაც მომჟავო გემო აქვს. სწორედ ის, მაყვალთან ტანდემში, გახდა ამ საოცარი საწებლის მთავარი ინგრედიენტი. 

ვარია ისრიმ-მაყვალში ნამდვილი იმერული ხასიათისა და ფანტაზიის ნაყოფია. თუკი ამ კერძს ერთხელ მაინც გასინჯავ, რეცეპტორები უსათუოდ სადმე ზესტაფონში, ხარაგაულში, თერჯოლაში, ტყიბულში ან სულაც ქუთაისში გაგიტაცებს, სადაც სტუმრის დანახვაზე მზარეულს იქაურად დაუკვეთენ, – „შოუშვი ვარია ისრიმ-მაყვალში“. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საპატიო სტუმარი ხარ. 

რა არის ისრიმი?  

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ვარია ისრიმ-მაყვალში სეზონური კერძია და ძირითადად მაშინ მზადდებოდა, როცა ყურძენი შეითვალებოდა, აქვე გურმანის რეცეპტორმა მეორე სეზონური პროდუქტი, მაყვლის ნაყოფი მოძებნა და ისრიმს მიუმარჯვა. თუმცა ახლა სიმკვახიდან სიმწიფისკენ წასული ყურძნის მარცვლებსაც და მწიფე მაყვალსაც მაცივარში ინახავენ თადარიგიანი და ისრიმ-მაყვლის მოყვარული დიასახლისები, რათა მთელი წლის მანძილზე შეძლონ ამ კულინარიული შედევრის შექმნა.

საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ისრიმის სინონიმებია: „შემოუსვლელი“, „უმწიფარი“, „ჟოლოქა“, „ბჟოქი“, „მკვახე“. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ისრიმის საკვებად გამოყენება ზედმეტად მსხმოიარე ვენახის განტვირთვამ განაპირობა – ქართველმა კაცმა ყურძენი მკვახეც ვერ გაიმეტა გადასაყრელად და საწებლად აქცია. 

თუ გინდა, კერძის ნამდვილი გემო შეიგრძნო, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მას მიირთმევ. ვარია ისრიმ-მაყვალში მისი შექმნის ადგილზეა ყველაზე გემრიელი, მხოლოდ აქ, იმერეთში აკეთებენ მას პირველყოფილი რეცეპტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარიაც განსაკუთრებულად – თავისსავე ცხიმში, კეცზე უნდა იყოს შემწვარ-შეპიწკინებული.

როგორ მზადდება ვარია ისრიმ-მაყვალში?

ისრიმ-მაყვლის საწებელს საქართველოს სხვა კუთხეებშიც აკეთებენ და ის ყველაზე მეტად ფრინველის შემწვარ ხორცს აგემრიელებს. ზოგან ისრიმსა და მაყვალს ცალ-ცალკე, საწებლის სახითაც ამზადებენ, მაგრამ იმერეთში ამ ორი სურნელოვანი ინგრედიენტის გაერთიანებით, სანელებლებისა და ნივრის დამატებით, განუმეორებელი გემო შექმნეს.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა:

READ  როგორ შევარჩიოთ ზეთი ჩვენი სამზარეულოსთვის - მითები და რეალობა

ვარია – 1, საშუალო ზომის  

ისრიმი (მკვახე ყურძენი) – 300 გრ

მაყვალი – 500 გრ

ნიორი – 3-4 კბილი

ნორჩი ქინძი და მისი მარცვლები – 1 კონა

კამა – 10 გრ

დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ/კ 

მარილი – გემოვნებით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ვარია მკერდის მხრიდან გავჭრათ, ბოლომდე გადავშალოთ და მარილისა და წიწაკის ნაზავი წავუსვათ, რამდენიმე წუთით გავაჩეროთ და კეცზე შევწვათ. თუ კეცი არ გვაქვს, უმჯობესია, ღუმელში შევწვათ, უკიდურეს შემთხვევაში – ცხიმწასმულ სქელ ტაფაზე დავდოთ, სიმძიმე დავადოთ და საშუალო ცეცხლზე კარგად შევბრაწოთ ორივე მხრიდან. 

იმერელი დიასახლისი რეცეპტის გაზიარებისას უსათუოდ დააზუსტებს, რომ თავდაპირველად ვარია შესაწვავად აუცილებლად გულდაღმა უნდა დავდოთ და კანი რომ კარგად დაიბრაწოს, ზემოდან კარაქი უნდა წავუსვათ. სანამ ვარია იბრაწება, სანელებელი უნდა მოვამზადოთ. 

დაჭყლეტილი ყურძნის მარცვლები საცერში გავატაროთ ან დოლბანდში გავწუროთ, რომ კანი და წიპწა მოშორდეს. იგივე გავიმეოროთ მაყვლის შემთხვევაშიც. შემდეგ მაყვალი და ისრიმი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, მარილი, დაღერღილი წიწაკა, დასრესილი ან დაკეპილი ნიორი და კარგად შევაზავოთ ერთმანეთთან. ბევრი დიასახლისი გემოს დასაბალანსებლად საწებელს ერთ ჭიქა გატარებულ ნიგოზსაც უმატებს.   

შემწვარი ქათამი უნდა დაჭრათ და საწებელი სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ. თუკი კერძი მოგრჩება, მეორე დღეს ნახავ, როგორ შეიწოვს ხორცი მაყვლის ხასხასა ფერსა და არომატს. ბევრი იმასაც გეტყვის, რომ ვარია ისრიმ-მაყვალში მეორე დღეს უფრო გემრიელია.

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • მოამზადეთ მარტივად ვაშლისა და მაყვლის ჯემი
  • ქლიავის არომატული კერძის რეცეპტი
  • ქართული ღვინო – ჩვენი ქვეყნის სიამაყე
  • Მოხარშული ქამა სოკოს სალათი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბუნებისგან შთაგონებული კედლის მხატვრობა – ორიგინალური იდეა თქვენი საძინებლისთვის
ასეთი სილამაზე შეიძლება უახლოეს შაბათ-კვირას გამოჩნდეს თქვენს მაგიდაზე.
ქართული სამზარეულოს მითები – რა არის სიმართლე ჩვენი საყვარელი კერძების შესახებ
დავიწყოთ თუ არა დილა ერთი ჭიქა წყლით
მოამზადეთ ალუბლის ტარტი დარიჩინით
TAGGED:რეცეპტიტრადიციული კერძებიტრადიციული რეცეპტებიქართული რეცეპტებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიაში
შემდეგი სტატია ტორტი შოკოლადის კრემით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ტორტი შოკოლადის კრემით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: საცივი - საახალწლო სუფრის მშვენება | ინდაურის რეცეპტი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?