ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

საუზმე არ უნდა იყოს მწირი და უგემური.

და თუ აკვირდებით თქვენს წონას, სცადეთ ეს რეცეპტები, რომელსაც გვიზიარებს დიეტოლოგები

ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ნახევარი ჭიქა ხაჭო, ნახევარი ჭიქა უშაქრო ბერძნული იოგურტი, 1 პორცია შოკოლადის პროტეინის ფხვნილი, ნახევარი ჭიქა ჟოლო, 1 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი.

ეს საუზმე შეიცავს 425 კალორიას და 41 გრამ ცილას. ის ასევე უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს ცხიმებით, ნატრიუმით და ნახშირწყლებით.

ბლენდერის თასში მოათავსეთ ხაჭო, იოგურტი და პროტეინის ფხვნილი. მასა ათქვიფეთ და თუ ძალიან მშრალი აღმოჩნდა, კონსისტენციას მარტივად შეცვლით, უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ჩვეულებრივი წყალი.

შემდეგ დაამატეთ შოკოლადის ჩიფსები და კვლავ აურიეთ ყველაფერი. ამის შემდეგ გადაიტანეთ ნარევი თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ კენკრა. თუ ჟოლო არ გიყვართ, მიიღეთ რაიმე სახის ხილი.

ეს საუზმე შეიძლება მორთოთ სიროფით, მაგრამ გაითვალისწინეთ ეს კალორიების დათვლისას. გარდა ამისა, მუსს შეგიძლიათ დაამატოთ ჩიას თესლი და სხვა ჯანსაღი პროდუქტები.

„ბოჭკოვანი და ჯანსაღი ცხიმები ამ საუზმეს აქცევს დაბალანსებულ საუზმეს, ანელებს საჭმლის მონელებას და გეხმარებათ, რომ დიდხანს იგრძნოთ ნაყროვანება.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს – ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები