შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ იდეალური პიურე

როგორ მოვამზადოთ იდეალური პიურე

იდეალური კარტოფილის პიურე – ეს ნაზი, ჰაეროვანი კერძია, სასიამოვნო გემოთი და ნაღების-მოყვითალო ფერით.

იდეალური პიურეს მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც უნდა იცოდეთ, რომ პიურე იდეალურად გემრიელი გამოვიდეს.

ახალი კარტოფილი არ არის შესაფერისი იდეალური პიურესთვის, რადგან არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის სახამებელს. აირჩიეთ შედარებით ძველი კარტოფილი.

კარტოფილის გაფცქვნამდე აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიწის სუნს აიღებს.

არ გააჩეროთ ცივ წყალში, როგორც კი გაასუფთავებთ, მაშინვე მოხარშეთ. წყალში დიდხანს გაჩერება გამოდევნის სახამებელს.

კარტოფილის ჩაყრა ქვაბში უმჯობესია მდუღარე მარილიან წყალში. ასე პიურე ბევრად გემრიელი გამოვა. თუ ცივ წყალში დაიწყებთ მოხარშვას, მაშინ ზედა ფენა შეიძლება უფრო სწრაფად მოიხარშოს, შუა კი უმი დარჩეს. გარდა ამისა, სახამებლის ნაწილი შეიძლება წყალში შევიდეს და პიურეს გემო განსხვავებული იქნება.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მურაბების, ჯემებისა და კონფიტურების მოსამზადებლად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები