თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა.
თევზი როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი არის თუ არა? ახალი არის თუ არა? ყველაფერ ამას სტატიიდან შეიტყობთ.
პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?
ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:
თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.
კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.
როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები?
შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს;
შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს;
კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის საკმაოდ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას;
სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალი რისკით ინფექციებისა და დაბინძურებისგან;
შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში);
შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე;
შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება.
ზოგიერთი თევზის პროდუქტების შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი, „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“ და სხვა მსგავსი ტერმინები. ეს მარკირებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi