პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებითევზის კულტურა -საქართველოში თევზის მოხმარება 10%-ით გაიზარდა

თევზის კულტურა -საქართველოში თევზის მოხმარება 10%-ით გაიზარდა

თევზს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის კვების რაციონში. მისი კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები განსაზღვრავდა პროდუქტის პოპულარობას და დღემდე რჩება როგორც ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

თევზის მოპოვება დაახლოებით 40,000-30,000 წლის წინ დაიწყო. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი კაუჭები და ბადეები მიუთითებენ, რომ ადამიანები პრეისტორიული ხანიდან აქტიურად იყენებდნენ მდინარეებსა და ზღვებს თევზის მოსაპოვებლად. ადრეული თევზაობის მაგალითები დაფიქსირებულია აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

თევზის არაერთი სახეობიდან დღეს საკვებად მხოლოდ მათი ნაწილი გამოიყენება. ძველ პერიოდში კი ადამიანები თევზის იმ სახეობას მიირთმევდნენ, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე წყლებში ბინადრობდა. მაგალითად, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში მიირთმევდნენ ზღვის თევზს, სკუმბრიასა და ქაშაყს. აღმოსავლეთ აზიაში – ჩინეთში და იაპონიაში უძველესი დროიდან ცნობილი იყო კარპი, კალმახი და წყალმცენარეები, რომლებიც თევზთან ერთად გამოიყენებოდა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ტომები კი მოიპოვებდნენ ორაგულსა და კალმახს.

დღეს თევზის მოპოვება-ტრანსპორტირების საკითხი გამარტივებულია და შესაბამისად ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის თევზის შეძენა.

საქართველოში თევზის კულტურის გარკვეული ტრადიციები არსებობს. ძველად საქართველოს მდინარეებში, მაგალითად, რიონსა და მტკვარში, თევზის არაერთი სახეობა ბინადრობდა. თევზს ქარ­თულ სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. ახალ­და­ჭე­რილ თევზს თბი­ლი­სე­ლი მე­თევ­ზე­ე­ბი ქუ­ჩებ­სა და ბაზ­რებ­ში ხელ­ზე ყიდ­დნენ, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მა და თევ­ზით სა­ვაჭ­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც მე­თევ­ზე­ე­ბი თევზს აბა­რებ­დნენ. სწო­რედ ამ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა დაკ­ვე­თით იჭერ­დნენ მე­თევ­ზე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის თევ­ზე­ულს თბი­ლის­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­ში.

შემ­დეგ თით­ქოს თევ­ზის კულ­ტუ­რა და­ი­კარ­გა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, თევზზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 20 წელ­ში თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა 10-ჯერ გა­ი­ზარ­და. თევზზე მო­თხოვ­ნის გაზ­რდამ წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყო ხელი და ასორ­ტი­მენ­ტიც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და,  მაგრამ მოხმარებული თევზის უდიდესი ნაწილი, ჯერ კიდევ, იმპორტირებულია. როგორც სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2023 წელს, თევზის წარმოების ძირითადი წილი ცისარტყელა კალმახზე მოდიოდა. ასევე, განსაკუთრებით პოპულარულია ორაგული, თინუსი, ქაშაყი და სკუმბრია.

READ  რა გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები