პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითბილისის საუკეთესო რესტორნების სია Forbes -სგან

თბილისის საუკეთესო რესტორნების სია Forbes -სგან

როგორც ჩანს, საქართველო და ქართული სამზარეულო მსოფლიოში დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება – სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ქართული რესტორანი იხსნება, ხოლო ხაჭაპური და სხვა კერძები სოციალურ ქსელებს იპყრობს. ქართული სამზარეულოს პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს ისიც, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა, თბილისის საუკეთესო რესტორნების ჩამონათვალი შეადგინა, რომელშიც თორმეტი დაწესებულება შეიყვანა.

„ქართული სამზარეულო უფრო მეტია, ვიდრე გემო – ის გამოცდილებაა“, – წერს ამერიკული Forbes-ის კონტრიბუტორი, ბრიანა უილსონი. „აი, ის მომენტი რად ღირს, ქართულ პომიდორს პირველად რომ დააგემოვნებ ან საქართველოს გულუხვი საბოძვრის სეზონურობას რომ აღმოაჩენ, სოკოსა და თუთას. და ის, რომ გაიფიქრებ, ნეტავ იმ ქალებმა „დეზერტირების ბაზარში“ აჯიკასთან ერთად ყველა სხვა სუნელ-სანელებელს რომ ყიდიან, მიშვილონ და ყველაფერი მასწავლონ, რაც იციანო? ისიც, როცა უეცრად, საიდანღაც სახლის ღვინო და ჭაჭა გაჩნდება. აი, სწორედ ესაა ქართული სამზარეულოს სული და გული, რომელიც ადამიანებს ასე ძალიან იზიდავთ“.

რაკიღა ქართული სამზარეულოს პოპულარიზება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თბილისის საუკეთესო რესტორნების ჩამონათვალს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, გამოცემის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ. კითხვის გაგრძელება…

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იცოდით, რომ ყავის მარცვალი პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა გასინჯა? - ყველაფერი სასმელზე, რომლის გარეშეც დილა, უბრალოდ, წარმოუდგენელია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები