თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ

0
90
#post_seo_title

სიტყვა ,,ტორტის’’ ხსენებაზე ყველას წარმოუდგება მზადების ხანგრძლივი და რთული პროცესი, უამრავი ჭურჭელი და დასვრილი სამზარეულო. თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს ასეთი თაფლის ნამცხვარი, რომელიც ნახევარ საათში მზადდება.

ეს ტორტი თითქმის ყველა ადამიანს უყვარს და ამიტომ თქვენს კულინარულ ზარდახშაში მისი რეცეპტი ნამდვილი მარგალიტი იქნება.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ თაფლი
  • Ერთი მწიკვი მარილი
  • 75 გ კარაქი
  • 180 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 500 გ არაჟანი
  • 75 გ შაქრის პუდრა
  • 20 გ ვანილის შაქარი

Მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად, დაამატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და თაფლი. ათქვიფეთ კარგად.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა 2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს და ჩაყარეთ კვერცხის ნარევში. Აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა 3. საცხობ ფორმას ჩააფინეთ პერგამენტი და მასზე თანაბრად გაანაწილეთ ცომი. Გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის მანძილზე. გააციეთ.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა

4. მოამზადეთ კრემი: ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ვანილის შაქარი და შაქრის პუდრა.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა

5. ცომს ჩამოაჭერით ნაპირები და გაყავით ის 4 ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილს კი წაუსვით კრემი, მათ შორის, გვერდებზეც.

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა

6. ცომის ჩამონაჭრები გამოაშრეთ ღუმელში და დაანამცეცეთ. მოაყარეთ ტორტს ზემოდან და გვერდებზე. ნამცხვარი კი დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, სანამ დარბილდება. 

თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ | შენი სუფრა

როგორც ხედავთ, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებითა და მინიმალური ძალისხმევით, ძალიან მოკლე დროში მზადდება იდეალური, ყველასთვის საყვარელი დესერტი. გემრიელა მიირთვით! 

READ  2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი, დესერტი, რომელიც აუცილებელიც კი არის დიეტის დროს!