თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის!

0
110
#post_seo_title

ტორტი “მედოკი”

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:

2 კვერცხი

2 ს.კ. თაფლი

250 გრამი შაქარი

500-550 გრამი ფქვილი

50 გრამი კარაქი

1 ჩ.კ. საჭმელი სოდა

 

ინგრედიენტები კრემისთვის:

500 მლ რძე

2 კვერცხი

2 ს.კ. ფქვილი

150-200 გრამი შაქარი

100 გრამი კარაქი

ვანილი

 

მომზადება:

ღრმა ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, შაქარი, კარაქი და თხევადი თაფლი.

 

თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის! | შენი სუფრა

დადქით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე.

როდესაც შაქარი კარგად გაიხსნება, ჩაამატეთ შემთბარ ნარევში სოდა. მასა აქაფდება და მოცულობაში დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება. ამ პროცესის დაწყებიდან კიდევ 30 წამის განმავლობაში ენერგიულად ურიეთ და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი თბილ მასაში. მუდმივად ურიეთ კოვზის გამოყენებით. როდესაც მასა გაცივდება, მოზილეთ ცომი ხელით.

 

თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის! | შენი სუფრა

ცომი გაყავით 8 ტოლ ნაწილად. გააკეთეთ გუნდები, მოათავსეთ თეფშზე, გადააკარით საკვები ცელოფანი და ცოტა ხნით შეინახეთ მაცივარში.

 

თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის! | შენი სუფრა

მოამზადეთ კრემი:

საშუალო ზომის ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით ფქვილი, შაქარი, ვანილი , კვერცხი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა,  ჩაამატეთ რძე.

დადგით ქვაბი ამ შიგთავსით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ მას, როდესაც კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.

გააგრილეთ კრემი და გახსენით მასში კარაქი. გადააკარით კრემის ჭურჭელს ცელოფანი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიღეთ გუნდები მაცივრიდან. თითო-თითოდ გაათხელეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და 180 გრადუსზე 3-4 წუთით გამოაცხეთ. ცხელსვე შემოაჭერით გვერდები და დაფხვენით ზემოდან მოსაყრელად.

გაციებული ფირფიტები შეაერთეთ კრემით. წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზეც და მოაყარეთ ნაფხვენები.

 

თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის! | შენი სუფრა

 

თავისი საოცარი არომატითა და გემოთი ყველა სტუმარსა და ოჯახის წევრს შეაყვარებს თავს. უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასთვის! | შენი სუფრა

კარგია თუ ტორტს რამოდენიმე საათით შევდგავთ მაცივარში.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ლვოვის ჩიზქეიკი შოკოლადის მინანქარში ძველი რეცეპტის მიხედვით. მის გემოს ვერ დაივიწყებთ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ