ზღმარტლი ეს ერთობ დაუფასებელი ხილი გახლავთ. თუმცა ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურება. მისი მაგარი ნაყოფი დამწიფებამდე ნაკლებად გამოსაყენებელია.
ზღმარტლი მკვახე მდგომარეობაში უნდა მოვკრიფოთ და გრილ და მშრალ ადგილზე დავაწყობთ და დავტოვოთ, მალე საჭმელად სასიამოვნოდ ვარგისი ხდება.
განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.
განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან მათში დიდი რაოდენობითა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებენ ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარებიან მას დიაბეტთან ბრძოლაში. კარგია პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროსაც.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები