“ზებრა” უჩვეულო ინგრედიენტებით. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ!

0
83
#post_seo_title

მანანის ბურღულისგან გამომცხვარი ნამცხვრები დიდი ხანია შეიყვარეს დიასახლისებმა. ნამვხვარი გამოდის ფუმფულა, მაღალი და გემრიელი.

შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტს მანანის ბურღულისა და კეფირისგან. ეფექტური ზოლებით, რომელიც ზებრას გვაგონებს. ეს ნამცხვარი ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ ზოგისთის ის აღმოჩენა გახდება.

ინგრედიენტები

1 ჭ მანანის ბურღული

1 ჭ ხორბლის ფქვილი

1 ჭ შაქარი

2 კვერცხი

2 ჭ კეფირი

3 ს.კ. კაკაო

1 ჩ.კ. სოდა

90 გრ კარაქი

1 ს.კ. ზეთი

ვანილი გემოვნებით

მომზადება

თასში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა და მანანის ბურღული, მოურიეთ და დატოვეთ 20-30 წუთით გასაფუებლად. ცალკე ჭურჭელში დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი, ვანილი,  კვერცხი, შეურიეთ კეფირის მასას. გაყავით  ორ ნაწილად, ერთს დაუმატეთ კაკაო. ფქვილი თანაბრად დაუმატეთ ორივე ნაწილს და აურიეთ.

 

“ზებრა” უჩვეულო ინგრედიენტებით. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ! | შენი სუფრა

საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დაასხით ცომები მონაცვლეობით, რომ შეიქმნას ზოლები, ამისთვის შეგიძლიათ ჩხირიც გამოიყენოთ.

 

“ზებრა” უჩვეულო ინგრედიენტებით. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ! | შენი სუფრა

შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. ხის ჩხირით შეამოწმეთ გამომცხვარია თუ არა ბისკვიტი.

 

“ზებრა” უჩვეულო ინგრედიენტებით. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ! | შენი სუფრა

რჩევა: მოასხით ნამცხვარს შოკოლადის მინანქარი ან კენკრის სიროფი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაჭრათ სიბრტყეზე და წაუსვათ ნაღების კრემი. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ რეცეპტი მეგობრებსაც.

READ  ალუბლის ლიქიორი -მარტივი რეცეპტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ