“ზარმაცა ბენდერიკები” – უკრაინელი დიასახლისების საყვარელი კერძი.

0
104
#post_seo_title

ბენდერიკი უკრაინული კერძია. მათი მომზადების კლასიკური რეცეპტის თანახმად, საჭიროა ბლინების ფირფიტების მომზადება, რომელშიც გულსართი იქნება შეხვეული. დღეს განვიხილავთ გარკვეულწილად ზარმაც ვარიანტს, სადაც ლავაშს გამოვიყენებთ.

“ზარმაცა ბენდერიკები” – უკრაინელი დიასახლისების საყვარელი კერძი. | შენი სუფრა

ინგრედიენტები

400 გრ ხორცის ფარში

1 თავი ხახვი

3 ფურცელი ლავაში

3 კვერცხი

70 მლ რძე

0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

პირველ რიგში, ხახვი ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემდეგ ხორცის ფარშს აურიეთ. თუ შეძენილი ფარშის გამოყენება არ გსურთ, თავად მოამზადეთ. შემდეგ ნარევს მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

ასევე შეგიძლიათ ცოტა მწვანილი და რძე დაუმატოთ. შეგიძლიათ უხორცო ბენდერიკები გააკეთოთ. მაგალითად, ხაჭოთი და ბოსტნეულით ან ყველით, პომიდვრით და ძეხვით.

“ზარმაცა ბენდერიკები” – უკრაინელი დიასახლისების საყვარელი კერძი. | შენი სუფრა

ლავაში გრძელ, ფართო ზოლებად დაჭერით, შემდეგ დაახვიეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. მთავარია – ძალიან ბევრი შიგთავსი არ დაუმატოთ, რომ გადახვევა არ გაგიჭირდეთ.

“ზარმაცა ბენდერიკები” – უკრაინელი დიასახლისების საყვარელი კერძი. | შენი სუფრა

გამზადებული ბენდერიკები ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ და დაბალ ცეცხლზე ცხიმში შეწვით. შეგიძლიათ ბორშს ან ბულიონს მიაყოლოთ ან უბრალოდ მწვანილთან და არაჟანთან ერთად მიირთვათ.

“ზარმაცა ბენდერიკები” – უკრაინელი დიასახლისების საყვარელი კერძი. | შენი სუფრა

ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ბენდერიკების მომზადებას აუცილებლად სცდით. ის ხომ თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. გემრიელად მიირთვით!

READ  უკვე 34 წელია, ჩემი ოჯახი აღდგომას მხოლოდ ამ რეცეპტით ხვდება!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ