ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებავიტამინებით სავსე ციტრუსი

ვიტამინებით სავსე ციტრუსი

ჩვენში გავრცელებული ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ციტრუსი: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი.

ციტრუსი და მისი წვენი გაგვახალისებს კიდეც და გაციებისგანაც დაგვიცავს. ამ პერიოდში გაციების საფრთხე დიდია, ამიტომ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც იმუნიტეტის ამაღლება სჭირდებათ.

ციტრუსებში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას.

ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი – მინერალური ნივთიერებებით (კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით), ლიონმჟავათი. პექტინითა და ფიტონციდებით – ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით.

თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, მხნეობითა და ძალით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის ნორმაში გექნებათ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  სტაფილოს სმუზის რეცეპტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები