ვიტამინებით გაჯერებული ულამაზესი ბოსტნეულის “ტორტი”.

0
285
#post_seo_title

“ბოსტნეულის ტორტი”

მასალა:

კომბოსტო 300 გრამი

ჭარხალი 800 გრამი

სტაფილო 300-400 გრამი

კარტოფილი 500 გრამი

კვერცხი 3 ცალი

მწვანე ხახვი 1 კონა

კამა 1 კონა

მაიონეზი 400 გრამი

არაჟანი 1 ჭიქა

უცხო სუნელი, მარილი, შავი პილპილი, ქინძი გემოვნებით.

 

მომზადება:

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავწურით, წვენი გადავღვაროთ, კომბოსტო კი მოვათავსოთ ლანგარზე.

“კრემისთვის” ავურიოთ მაიონეზი და არაჟანი, დავამატოთ შავი პილპილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი.

კომბოსტოს ზემოდან დავახეხოთ მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოხარშული ჭარხალი, ბოლოს უმი სტაფილო (ყველა ფენას მოვაყაროთ უმნიშვნელო მარილი და წვრილად დაჭრილი კამა ). ზემოდან წავუსვათ კრემის ნახევარი, გავიმეოროთ მეორე წყება, დარჩენილი კრემი მოვასხათ ზემოდან და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა და რგოლებად დაჭრილი კვერცხი. ვეცადოთ სალათი ნამდვილ ტორტს დავამსგავსოთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი რეცეპტები. ცოცხალი საფუარით, ნებისმიერი ცომი უფრო გემრიელი გამოდის!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ