ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველაფერი, რაც ვისკის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ვისკის შესახებ უნდა იცოდეთ

ვისკი (whisky ან whiskey) — ძლიერ ალკოჰოლიანი, არომატული, შოტლანდიურ-ირლანდიური (ასევე ამერიკული) ტრადიციული სასმელი, რომელიც მარცვლეულის (ქერი, სიმინდი, ჭვავი, ხორბალი), წყლისა და საფუარისგან მზადდება. მარცვლეულისაგან ან ალაოსგან მიღებული სპირტი, დაძველების და არომატის მიღების მიზნად, ვარგდება ამერიკულ და ევროპულ მუხის კასრებში (იშვიათად იაპონური: მიზუნარა), რომლებშიც ძირითადათ ძველდებოდა ამერიკული ბურბონი ან ევროპული ჰერესი (იშვიათად ღვინის,რომის,კონიაკის და.აშ.).

არსებობს ვისკის 5 სახეობა: 1)ერთ-ალაოიანი (Single malt — კლასიკური შოტლანდიური), 2)შერეულ ალაოიანი (blended malt), 3) ერთი დისტილერიის მარცვლეულის (single grain — ითვლება შედარებით დაბალი კატეგორიის, ვიდრე Malt-ი), 4)შერეულ მარცვლოვანი (Blended Grain) და შერეული (blended — რომელშიც უმეტესი წილი არის მარცვლეულის ვისკის სპირტები, ხოლო მცირე კონცენტრაციით ალაოს). ასევე ქვე-კატეგორიებათ შეგვიძლია გამოვყოთ: ერთი კასრიდან ჩამოსხმული (single Cask) და კასრის ალკოჰოლური სიმძაფრის, (Cask strength) რომელშიც ალკოჰოლის კონცენტრაცია 70%-მდეც კი აღწევს). მსოფლიოში, ყველაზე გავრცელებულ და გაყიდვად ვისკებათ ითვლება ისეთი შერეული ვისკები (ბიუჯეტური ფასის გამო), როგორებიცაა: J& B, Grant’s, Ballantine’s, Johnnie Walker Red და ა. შ. მაგრამ აგრეთვე არსებობს მაღალი ხარისხის, დაძველებული და ელიტარული რელიზების შერეული ვისკებიც, რომლებშიც არის ალაოს სპირტების მაღალი კონცენტრაცია და ეგეთ ვისკებს მიეკუთვნება: Chivas Regal (18–25-წლიანი), Johnnie Walker (Gold-Blue), Islay Mist და ა. შ…

ცნობილია, რომ თავდაპირველად, თანამედროვე დისტილაციის დანადგარი შოტლანდიაში შეიტანეს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა, რის შემდეგადაც, შოტლანდიელი ბერები მონასტრებში მას გამოიყენებდნენ სამკურნალო საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ის ისეთი პოპულარული სასმელი გახდა, რომ მას შოტლანდიელებმა დაარქვეს სიცოცხლის წყალი ( კელტურად: uisge beatha, ირლადიურად:uisce beatha,ლათინურად:Aqua Vitae ). მალე ეს სახელწოდება ინგლისელმა დამპყრობლებმა Whisky-თ ჩაანაცვლეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სასმელის ისტორიას გააჩნია ირლანდიური ვერსიაც. დღესდღეობით შოტლანდიაში, არის 150-ამდე ვისკის დისტილერია, ხოლო ირლანდია ამ მხრივ ბევრად ჩამორჩება შოტლანდიას და ის მსოფლიო ბაზარზე, 40-ამდე დისტილერიით გვევლინება. აგრეთვე დადასტურებულია, რომ პირველი ოფიციალური და ლიცენზირებული ვისკის დისტილერია აღმოჩენილია ირლანდიაში, 1608 წელს და ეს არის ცნობილი Bushmills-ის დისტილერია.

READ  „გილოცავთ, საქართველოში კიდევ ერთი ჩემი რეკომენდაცია დაინერგა“ – გიორგი ფხაკაძე

არსებობს 3 მთავარი განსხვავება ირლანდიურ და შოტლანდიურ ვისკებს შორის:

• ირლანდიაში ვისკის გამოხდისათვის ერთობლივად იყენებენ ალაოს და სტანდარტული ქერის ნარევისაგან დამზადებულ ბადაგს და ეს ვისკი ცნობილია “Irish pot still whiskey”-ის სახელწოდებით,ხოლო შოტლნადიაში,single malt კატეგორიის ვისკის, მხოლოდ ალაოსაგან ამზადებენ.

• შოტლანდიური ვისკი დისტილირდება ორჯერ (2-3 გამონაკლისის გარდა), ხოლო ირლანდიური – სამჯერ (აქაც არსებობს 1-2 გამონაკლისი)

• შოტლანდიური ვისკის წარწერაზე არის 6 ასო (Whisky), ხოლო ირლანდიურზე – 7 (Whiskey) ისევე, როგორც ამერიკულზე და კანადურზე… 

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები