ვაშლის ღვეზელი

0
101
#post_seo_title

ცივ პერიოდში ვაშლის ღვეზელი ჩაისთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ვაშლის ღვეზელი ალბათ თქვენს ბავშვობასთანაც ასოცირდება. დღეს ჩვენ გთავაზობთ ამ ნამცხვრის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივებისგან. მისთვის უმჯობესია ვაშლის მომჟაო ჯიში შეარჩიოთ.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ვაშლი
  • 280 გ შაქარი
  • 50 გ კარაქი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 80 გ ფქვილი
  • ვანილი

მომზადება

1. ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით ოთხად და ამოაჭერით გული.

ვაშლის ღვეზელი | შენი სუფრა

2. საცხობ ფორმაზე დაალაგეთ კარაქის ნაჭრები. თანაბრად მოაყარეთ 100 გ შაქარი. ზემოდან დაალაგეთ ვაშლის ნახევარი, შემდეგ კვლავ შაქარი და ისევ ვაშლი.

ვაშლის ღვეზელი | შენი სუფრა

3. ვაშლი გამოაცხეთ 40 წუთით 190 გრადუსზე.

ვაშლის ღვეზელი | შენი სუფრა

4. ცომის მოსამზადებლად კვერცხს შეურიეთ დარჩენილი შაქარი, ვანილი და მარილი. ფქვილი გაცერით და ფრთხილად შეაზილეთ ამ მასას, სანამ ერთგვაროვანს არ გახდით. გამოიყენეთ სამზარეულოს ნიჩაბი.

ვაშლის ღვეზელი | შენი სუფრა

5. ცომი დაასხით გამომცხვარ ვაშლს და აცხეთ კვლავ 20 წუთი.

ვაშლის ღვეზელი | შენი სუფრა

ნამცხვარს ძალიან საოცარი გემო აქვს. სურვილის მიხედვით, ამ ღვეზელის მირთმევა შეგიძლიათ ნაღებთან, არაჟანთან ან ნაყინთან.

იმედი გვაქვს, რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ!

READ  პასკის არატრადიციული ვარიანტი ცივი ცომით. ყველაზე საიმედო და წარმატებული რეცეპტი!