ექსკლუზიური ინტერვიუ Georgian family in canada-ს მთავარ გმირ თამარ მახათაძესთან

0
588
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

მედიაჰოლდინგ ” შენის” მორიგი რესპოდენტი, საქართველოდან ძალიან შორს კანადაში გადახვეწილი, გმირი დედა, მოყვარული კულინარი და ძალიან საინტერესო ადამიანი,  Georgian family in canada-ს სახელით უფრო ცნობილი ქალბატონი თამარ მახათაძეა. 

რომელიც მიუხედავად გადატვირთული განრიგისა, 5 შვილისა და ძირითადი პროფესიისა, მაინც ახერხებს, იყოს აქტიური სოციალურ ქსელში, შეეხოს ძირითად განსხვავებს ორ ქვეყანას შორის და რაც მთავარია, თავის გამომწერებს გაუზიაროს უგემრიელესი კერძების რეცეპტები. ვრცლად იხილეთ ინტერვიუში:

– მოგესალმებით, გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ დგას Georgian family in canada- უკან? 

– მე ვარ თამარი, 33 წლის. ვარ 5 შვილის დედა, ვცხოვრობ კანადაში. თუმცა ამჟამად ვარ საქართველოში.

– რამდენი წელია, რაც კანადაში ცხოვრობთ? 

კანადაში 2014 წელს ჩავედი. 11 წელი ხდება რაც იქ ვცხოვრობთ.

– რას საქმიანობთ, კულინარიის გარდა? 

– კულინარიის გარდა ჩემი მთავარი პროფესიაა ბიზნეს-ადმინისტრირება. თავიდან ვმუშაობდი ადმინისტრატორად ერთ-ერთ კომპანიაში, შემდეგ უკვე ბუღალტრის ასისტენტად ვმუშაობდი კანადაში, სანამ მეხუთე შვილს გავაჩენდი.

– კულინარიამ როდის გაგიტაცათ? 

– კულინარიას რაც შეეხება, ბავშვობიდან ვარ გატაცებული, დედა ძალიან კარგად ამზადებდა..ჯერ დედაჩემს ვუყურებდით მე და ჩემი და, შემდგომ უკვე ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას მომზადების პროცესში.

– მრავალშვილიანი დედა მბრძანდებით, რთულია იყო კარგი დედა და ამავდროულად გყავდეს ამდენი გამომწერი და იყო აქტიური სოციალურ ქსელში?

– რთული არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი შენზე და შენს მეუღლეზეა. სახლის საქმე, ბავშვების მოვლა და პლუს როცა მუშაობ. ამას კიდევ ემატება კულინარია. რომელიც ძალიან მომწონს. თუმცა მგონია, როცა რაღაც მოგწონს ის აუცილებლად გამოგივა მთავარია მონდომება – ეს ჩემი დევიზია.

ენის ბარიერი ხომ არ ყოფილა? გამსაკუთრებით ბავშვებთან? 

– იქ არა იმიტომ, რომ კანადაში დაიბადა 5-ვე და ინგლისური არაა პრობლემა. არც  ქართული, სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ, ხშირად ჩამოვდივართ, 2022 უფროსმა რამდენიმე თვე აქ იარა პირველ კლასში და წერა-კითხვაც იცოდა.

– თქვენი საყვარელი კერძი რომელია?

– ჩემი საყვარელი კერძებია: ხინკალი, ჩაქაფული, გუდა ცხვრის. ხორციანი კერძები მიყვარს გამორჩეულად.

– რას ამზადებთ ყველაზე ხშირად? 

– ყველაზე ხშირად ვამზადებ ცომეულს, როგორიც არიც ხაჭაპური. ლობიანი , კარტოფილის ღვეზელი. ცომეული სხვადასხვა გულსართით.

  ჩვენს მკითხველს გაუზიარეთ რაიმე მარტივი რეცეპტი…

– ძაან მარტივი, რაც ხშირად გამიკეთებია, ესაა ბებოს ლავაში. მასში ვახვევ სხვადასხვანაირ გულსართს, როგორიცაა: ლობიოს, ყველს, საქონლის მოთუშულ ფარშს, როგორც ბლინი ისე ვწვავ ტაფაზე გამოდის ძალიან გემრიელი, ხრატუნა, მარტივი და რაც მთვარია ნოყირი.

– როგორია ერთი თქვენი ჩვეულებრივი დღე?

– ჩემი ერთი ჩვეილებრივი დღე არის რათქმაუნდა დატვირთული, დილით ვტოვებ დიდებს სკოლაში, დავითს ბაღში. საქართველოში მყავს დამხმარეც. გოგონა, რომელიც მოდის დილით და სანამ გავდივარ, უმცროს ბავშვთან არის. თაიასთან. ასევე ვამზადებ საჭმელს. ნაწილი ბავშვებისა დადის კერძო მასწავლებელთან. დემეტრე დადის ფეხბურთზე. საღამოს 9 საათისთვის იძინებენ ბავშვები და მერე უკვე მრჩება დრო კულინარიული ვიდეოებისთვის…

– სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ…

– სამომავლო გეგმები ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი. აგვისტოს ბოლოს ვბრუნდებით კანადაში. პატარები მივლენ ბაღში, უკვე დავარ3გისტრირე. იქ ძალიან რთულია ბაღის მოძებნა. დიდები სკოლაში – ჯერჯერობით ფიქრში ვარ, მინდა გავაგრძლო სწავლა, თუ არადა ისევ ვნახავ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე.

საქართველოს როგორ მოერგეთ – ქართულ რიტმს? და რამდენად განსხვავდება აქაური ცხოვრება? 

– აქაური ცხოვრება ძალიან განსხვავდება იქაურისგან. ფასები არის კატასტროფა. ამაზე უამრავი ვიდეო მიდევს. აქ ბევრად უფრო ძვირია. ვიდრე კანადაში. ხელფასი და პროდუქტის ფასი საერთოდ აცდენილია ერთმანეთს. “გადმოწყობა” არ მიჭირს, იმიტომ რომ ვიცი დროებით ვარ და ისევ ვბრუნდები კანადაში. აქ მყავს ასევე ოჯახის წევრები დამხმარე გოგონა. კარგია, რომ საქართველოში ვარ. მიყვარს საქართველო.  რიტმი რა თქმა, უნდა განსხვავდება. აქ ბევრად შენელებულია. მოძრაობა მოუწესრიგებელი. ბევრ რაღაცას სჭირდება გამოსწორება. პირველ რიგში ალბათ ფასების რეგულაციაა საჭირო. ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე ფასები არის უფრო გაზრდილი, რაც ძალიან ცუდია.

ავტორი თამარ ფიცხელაური 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ