ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს!

0
194
#post_seo_title

თუ ტრადიციული ომლეტი ან ერბოკვერცხი მოგბეზრდათ, გასწავლით ახალ კულინარიულ გამოსავალს, რომლითაც ისიამოვნებთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. ამ კერძით დილა დაიწყება არა მარტო გემრიელი და ნოყიერი საუზმით, არამედ იქნება დახვეწილიც.

 

ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს! | შენი სუფრა

კვერცხი გამოდის წარმოუდგენლად ჰაეროვანი და მსუბუქი, როგორც სუფლე. მოიწყეთ ყველაზე უჩვეულო საუზმე თქვენს ცხოვრებაში.

კვერცხი “ორსინი”

დაგჭირდებათ:

კვერცხი 3 ცალი

მარილი 1/4 ჩ/კ.

კარაქი 50 გრ.

მომზადება:

კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან. ცილას დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. თეფშის გადმოტრიალებისას არ უნდა გადმოვიდეს.

 

ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს! | შენი სუფრა

ღუმელის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და აუსვით კარაქი. კოვზით დადეთ ათქვეფილი ცილა და ყველა შუაში ჩააღრმავეთ.

 

ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს! | შენი სუფრა

იმდენი კოვზი დადეთ, რამდენიც გული გაქვთ, კვერცხის გულები ფრთხილად ჩადეთ ცილის შუაგულში და შედგით გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.

 

ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს! | შენი სუფრა

ამ საოცარი საუზმით ყველას გულს მოიგებთ. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსაც ეს სტატია!

READ  რამოდენიმე გემრიელი დესერტი ერთ დესერტში. ტორტი გამომცხვარი ბეზეთი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ