ერბო როგორც თხევადი ოქრო

0
135
#post_seo_title

რძის ნაწარმს შორის ერბო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მას თხევად ოქროსაც კი უწოდებენ.

ერბო ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთში  სამკურნალო საშუალებადაც გამოიყენება. ჩვენ მოგიყვებით, რა სარგებლობა მოაქვს ერბოს ორგანიზმისთვის.

ერბოს სასარგებლო თვისებები

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

  1. განამტკიცებს იმუნიტეტს.

ერბოს მაღალი კალორიულობა აქვს და სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს. გარდა ამისა, ის A, D, E ვიტამინების მდიდარი წყაროა.

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

  1. ხელს უწყობს წონაში კლებას

ერბოში შემავალი ცხიმოვანი მჟავების უმრავლესობა უჯერია. ისინი სწრაფად შეიწოვება და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. ამდენად, არ გროვდება ორგანიზმში ცხიმოვანი ჩანართების სახით.

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

  1. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

კოსმეტოლოგები ერბოს იყენებენ, როგორც კანის მალამოს. ის სწრაფად შეიწოვება და კანის ფორებიდან გამოაქვს ტოქსინები და მარილები. ერბოს გამოყენების შემდეგ კანი რბილი და ელასტიური ხდება.

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

  1. საუკეთესოა პროდუქტის შეწვისთვის

ერბო გაცხელებისას არ კარგავს სასარგებლო თვისებებს, პროდუქტს, კი – ბოსტნეული იქნება ეს თუ ხორცი, სასიამოვნო კარაქის გემოს ანიჭებს.

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

  1. ებრძვის ანთებითპროცესებს

ერბოსა და თაფლის ნარევი საუკეთესოა ყელის ტკივილის დროს. ცივ პერიოდში, როცა ცხვირის კანი გამომშრალია, დარბილების მიზნით, წაისვით ერბო ნესტოებთან. მიგრენის დროს ერბოს შეურიეთ ზაფრანა, ილი ან ცერეცო და რაღაც პერიოდი გაიჩერეთ პირის ღრუში.

ერბო როგორც თხევადი ოქრო | შენი სუფრა

ერბო ძალიან სასარგებლოა, თუმცა, როგორც სხვა პროდუქტების, არც მისი ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება.  მოიხმარეთ მხოლოდ ზომიერად .

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ამ სალათის დანახვისას ყველას ავიწყდება დანარჩენი კერძები. წარმოუდგენლად გემრიელი სალათი “ჩიკაგო”.