ენერგეტიკული სასმელების სახიფათო შემადგენლობა და დიდი რაოდენობით მოხმარების რისკები
ენერგეტიკული სასმელი მატონიზირებელი სითხეა, რომელიც ადამიანს ანიჭებს ენერგიის მცირეხნიან მოზღვავებას. მისი ზემოქმედებით ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, თუმცა ენერგეტიკული სასმლის მუდმივმა მიღებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი: სიფხიზლისა და ენერგიის მოზღვავების მაგივრად ადამიანი შეიძლება მოითენთოს და დაიღალოს, სასმელმა მის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, დეპრესია.
ენერგეტიკული სასმელების უკუჩვენებების ჩამონათვალი დიდია: ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთს, როგორიცაა გუარანი. ერთი ქილა ასეთი სასმელი შეიცავს საშუალოდ 90 მილილიტრ კოფეინს — შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.
აგრეთვე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭზე, მასთან დაკავშირებულ ორგანოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი.
ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდეთ ენერგეტიკული სასმელების მიმართ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გულის პრობლემები აწუხებთ.
მასალის გამოყენების პირობები