დიეტური და არომატული შეჭამანდი, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზეც.

0
29
#post_seo_title

მასალად საჭიროა:

მაწონი 500 გრამი

წყალი 500 გრამი

ხახვი 2 თავი

ცხიმი 50 გრამი

პურის ფქვილი 2 ს/კ

კვერცხი 2 ცალი

მწვანილი, მარილი გემოვნებით

 

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ.

მაწონს დავასხათ წყალი, კარგად გავთქვიფოთ, ჩავასხათ მოშუშულ ხახვში და ათი წუთი ვადუღოთ. კვერცხს დავუმატოთ პურის ფქვილი, გავთქვიფოთ, თანდათანობით ჩავასხათ წვენში და ხუთი წუთი ვადუღოთ ისე, რომ კვერცხი არ აგვეჭრას, ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, რეჰანი, ძალიან უხდება პიტნაც. კერძს საოცარ არომატს ძლევს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ