დახვეწილი, პიკანტური, ოდნავ მომჟავო გემოს ქლიავის მარმალადი. კაკალი კი ხაზს უსვამს მის დახვეწილ გემოს.

0
125
#post_seo_title

ქლიავის მარმალადი გამოდის ნაზი, პიკანტური, ოდნავ მომჟავო გემოთი, კაკალი კი ხაზს უსვამს მის დახვეწილ გემოს.

შემადგენლობა

ქლიავი 600 გ

თაფლი 150 გ

აგარ-აგარი 3 ს/კ.

დარიჩინი გემოვნებით

მიხაკი გემოვნებით

ქლიავს ამოაცალეთ კურკა და მიხაკ-დარიჩინთან ერთად დააბლენდერეთ.

მასას დაამატეთ აგარ-აგარი და 2-3 წუთი ადუღეთ.

კაკალი მოხალეთ, დააბლენდერეთ.

ქლიავის მასას დაუმატეთ თაფლი და აურიეთ.

ფორმაზე გაშალეთ ცელოფანი, მოაყარეთ დაფქვილი კაკალი და დაასხით ქლიავის მასა თანაბრად. 2 საათით შედგით მაცივარში.

გაციებული მარმალადი დაჭერით ნაჭრებად, მოაყარეთ დაფქვილი კაკალი და მიირთვით.

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გულწრფელად ვამბობ, დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი არ მიჭამია! ნამცხვარი კი არა, ნამდვილად ახდენილი ოცნებაა!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ