565
თეთრი შოკოლადი მოცვით და თხილით- დაუვიწყარი გემო
![]()
შოკოლადზე ფიქრი ნებისმიერ ასაკში არ გვასვენებს. მაღაზიებში დიდი ასორტიმენტი ხანდახან გვაბნევს და არ ვიცით, რომელ ერთზე შევაჩეროთ არჩევანი. და რას იტყოდით, უგემრიელესი შოკოლადის შინ მომზადების იდეაზე?
თქვენთვის მოვამზადეთ შესანიშნავი რეცეპტი: თეთრი შოკოლადი მოცვით და თხილით. ეს დესერტი არამხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, ის იმდენად გემრიელია, რომ მომზადება ხშირად მოგინდებათ.
შემადგენლობა
თეთრი შოკოლადი 400 გრ
ფისტაშკები 50 გ
მიწის თხილი 50 გ
ზეფირი 150 გ
გამხმარი მოცვი 100 გრ
მომზადება
მოცვი, თხილი, ზეფირი დააბლენდერეთ, სილიკონის ფორმაში პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ მასა, გაშალეთ თანაბრად.
თეთრი შოკოლადი გაადნეთ და მოასხით დაფქვილ მასას. 3 საათით შედგით მაცივარში.
მზა დესერტი დაჭერით და მიირთვით საყვარელ სასმელთან. ასეთ ტკბილეულს ლამაზად თუ შეფუთავთ, შესანიშნავი საჩუქარი გამოვა საყვარელი ადამიანებისთვის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi





