შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამზარეულოს აქსესუარებიროგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

ჩანგლები ცივი და ძირითადი კერძისთვის თეფშის მარცხნივ იდება, ხოლო მარჯვენა მხარეს – დანა ცივი კერძისათვის, კოვზი წვნიანისთვის და დანა ძირითადი კერძისთვის.

თევზი თუ გაქვთ მენიუში, ჩვეულებრივი დანა-ჩანგლის მაგიერ მაგიდაზე თევზის სპეციალური დანა-ჩანგალი უნდა გააწყოთ, რომლითაც თევზის ფხებისგან გამორჩევა უფრო იოლია.

წვნიანის კოვზი მარჯვნივ იდება დანებს შორის.

ყავის/ჩაის კოვზი თეფშის ზემოთ უნდა განთავსდეს და მიმართული იყოს მარჯვნივ.

აქვე უნდა იყოს დესერტის ჩანგალი, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. უნაკლო თანმიმდევრობა და სიმეტრია გადამწყვეტია უნაკლო სუფრისათვის.

ბოლოს კი, დანა-ჩანგალი მაგიდის კიდიდან 1 სმ-ზე უნდა განლაგდეს. ვიწრო მაგიდის შემთხვევაში, დესერტის ჩანგალი და ყავის/ჩაის კოვზი შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ და ისინი დესერტთან ერთად მიიტანოთ მაგიდაზე.

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მარილი და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები