დამჟავებული კომბოსტო

0
90
#post_seo_title

დამჟავებული კომბოსტო ვიტამინებსა და მინერალების წყაროა. ის ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს – ცალკეც და სხვა პროდუქტებთან ერთობლიობაშიც.

დამჟავებული კომბოსტო ხორცთან ერთად მოვამზადოთ დღეს. მთავარია დაიცვათ მომზადების ტექნიკა და კერძი უგემრიელესი გამოვა.

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ღორის ხორცი
  • ნახევარი კგ მჟავე კომბოსტო
  • 170 გ ხახვი
  • სამი კბილი ნიორი
  • ერთი ჩ. კ. კვლიავი
  • 2 ს. კ. ტომატ პასტა
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ხორცი დაჭერი პატარა ნაჭრებად. ქვაბში გააცხელე ზეთი და შეწვი ხორცი.

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

2. ხახვი და ნიორი დაჭერი, დაამატე ხორცს და მოშუშე მასთან ერთად ორი წუთით.

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

3. ტაფაში ჩაამატე მჟავე კომბოსტო და კვლიავი. აურიე კარგად და გააგრძელე შუშვა.

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

4. კერძს მოაყარე მარილი და პილპილი, დაამატე ტომატ პასტა და კვლავ შუშე რამდენიმე წუთი.

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

5. ტაფაში ჩაამატე ცხელი წყალი ისე, რომ დაფაროს ხორცი და ჩაყარე დაფნის ფოთოლი. გაზს ჩაუწიე  და დაბალ ცეცხლზე და შუშე 40 წუთი. მზად არის!

დამჟავებული კომბოსტო | შენი სუფრა

თუ არ მოგწონთ მჟავე კომბოსტოს კომბინაცია ღორის ხორცთან, შეცვალეთ  სხვა სახის ხორცით. კერძი უფრო ნოყიერი გახდება, თუ დაუმატებთ კარტოფილს ან ლობიოს. მოშუშული მჟავე კომბოსტო ხორცის გარეშეც კი შესანიშნავი გარნირია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  განსაცვიფრებელი ტორტები ვაფლის ფირფიტებისგან, რომლებზეც დღემდე არ გსმენიათ! ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ უნდა გადაწყვიტოთ როგორი გემო გსურთ.