სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჯანსაღი გუაკამოლეს ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ჯანსაღი გუაკამოლეს ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, XXI საუკუნეში უკვე ყველამ კარგად იცის. ჯანსაღი ცხოვრების წესის გაგონებისას ალბათ ყველას ჯანსაღი კვება გვახსენდება და მართლაც, ეს ორი ტერნიმინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯანსაღი კვება, შესაბამისად, მსოფლიო კულინარიაში ჩნდება ახალი, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ჯანსაღი კერძები. ერთ-ერთი მათგანია “ გუაკამოლეც”

 

გუაკამოლე მექსიკური საწებელია, რაც აცტეკების ენაზე “ავოკადოს საწებელს” ნიშნავს. თბილისში, ავოკადოს არა მარტო სუპერ მარკეტებში, არამედ უკვე ბაზრობებზეც ხშირად შეხვდებით. საშუალოდ, ფასი 6-8 ლარამდე მერყეობს. გუაკამოლესთვის დაგჭირდებათ მწიფე ავოკადო.
ყიდვამდე, ხელით მოსინჯეთ ავოკადო – ის გარედან შედარებით მაგარი უნდა იყოს. თუ რბილია, ესე იგი უკვე დამწიფებულია – ამ შემთხვევაში, სასურველია იმავე დღეს გამოიყენოთ. ასევე, თუ დამწიფებულია, გარედან დააკვირდით, რომ შავი ლაქები არ ქონდეს. თუ შედარებით მაგარ ავოკადოს იყიდით, სახლში, ოთახის ტემპერატურაზე დადეთ 2-3 დღის განმავლობაში და დარბილდება.
სოუსის მოსამზადებლად, მწიფე ავოკადოს შემოაცალეთ კანი, ამოაცალეთ კურკა და მწვანე მასა ჯამში ჩანგლით დასრისეთ. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, დაჭრილი ხახვი, ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. თუ ლაიმი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონით, თუმცა მაინც გირჩევთ ლაიმს. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ქინძი და კარგად ამოურიეთ.
გუაკამოლეს მიირთმევენ სიმინდის ტორტილიასთან ან სიმინდის ჩიპსებთან ერთად (მაგალითად დორიტოსი), თუმცა ასევე შეგიძლიათ მიართვათ ჭვავის ან სულაც, თეთრი პურის ნაჭრებზეც. ან, შეგიძლიათ ჩიპსები თავადაც მოამზადოთ
გუაკამოლეს მომზადება ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელია!

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

მარტი 24, 2025
VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი ყოველდღიურად

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

მარტი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტი 24, 2025
„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

მარტი 24, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები