ყველაზე ინტენსიურად საქართველოში ლიმონს და ფორთოხალს მივირთმევთ, გრეიფრუტი კი მაინც შედარებით “ეგზოტიკურ” ციტრუსადაა მიჩნეული და მას მინიმალურად მოვიხმართ.
გრეიფრუტი სინამდვილეში ძალიან სასარგებლო ხილია. ხილის 92%-ით წყლისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხილს შორის. ვინაიდან წყალი არის ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად ჩვენი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მიღებული სითხის 20% საკვებ პროდუქტებზე მოდის, ამდენად გრეიფურტის საკვებ რაციონში ჩართვის, ყოველდღიური წყლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდით.
რიგი კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ნახევარ გრეიფრუტს მიირთევენ ცოცხლად ან ახლადგამოწურული წვენის სახით, უფრო მარტივად იკლებენ წონაში. ნახევარ გრეიფრუტში საშუალოდ 39 კილოკალორიაა, ეს ცნობისთვის.
თეთრი ფენა, რომელიც გრეიფრუტის კანსა და რბილობს შორისაა მოთავსებული და რომელსაც, როგორც წესი, კანთან ერთად სანაგვე ყუთში გადავუძახებთ ხოლმე, ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მკვებავი ნივთიერებებით, ხსნადი უჯრედისით და დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეაქციებზე. ასე, რომ მომწარო გემოს მიუხედავად, დიეტოლოგები მაინც გვირჩევენ ამ თეთრი ნაწილის მირთმევასაც.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები