სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელებიგლინტვეინი -ზამთრის სასმელი

გლინტვეინი -ზამთრის სასმელი

გლინტვეინი მოთხილამურეების საყვარელი სასმელია. მისი სამშობლო ან ავსტრია ან გერმანია უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში,  ზამთრის რომელიმე კურორტი, სადაც ძალიან ცივა და მუდამ მზად არიან ცხელი ღვინის დასალევად.  

გლინტვეინი ლიტრობით იხარშება ყოველდღიურად ზამთრის კურორტებზე, (მათ შორის საქართველოშიც) დასასვენებელ სივრცეებში.

გლინტვეინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: წითელი ღვინო  – 750 მლ, შაქარი  – 60 გ

დარიჩინის ჩხირი – 2, მიხაკი  – 3 ცალი, ფორთოხალი  – 1, ლიმონი  -1/4, სურნელოვანი პილპილი -5 ცალი

მომზადების წესი კი ასეთია:

ქვაბში ვასხამთ ღვინოს და დაბალ ცეცხლზე ვდგამთ. ვჭრით ფორთოხალსა და ლიმონს და ქვაბში  ქერქიანად ვათავსებთ. ვამატებთ შაქარს, დარიჩინს, მიხაკს და სურნელოვან პილპილს.  გლინტვეინის მთავარი საიდუმლო დუღილის ტემპერატურაა. სითხე ისე უნდა გავაცხელოთ, რომ  ქვაბში არ ათუხთუხდეს. აუცილებლად, ცხელ-ცხელი მიირთვით და დატკბით განწყობით,რომელსაც არომატული გლინტვეინი შეგიქმნით.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორ უნდა ვიკვებოთ კუნთოვანი მასის ზრდისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები