ორშაბათი, ივლისი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიგვაკამოლე -მოამზადეთ მარტივად

გვაკამოლე -მოამზადეთ მარტივად

გვაკამოლე მარტივი და ძალიან გემრიელი

გვაკამოლეს საოცარი არომატი გაიძულებთ ამ ვეგანური სალათის შეყვარებას. გსურთ ორგანიზმი პროტეინებით გაიმდიდროთ?! შეგიძლიათ, სალათს შემწვარი ქათმის ხორცი ან კრევეტები დაამატოთ, გვერდი კი ტორტილას ხრაშუნა პურით დაუმშვენოთ.

ინგრედიენტები:

• 2 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი

• 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

• 1 კბილი გახეხილი ნიორი

• ¼ ჩაის კოვზი მარილი

• ¼ ჩაის კოვზი წიწაკა

• 4 ჭიქა წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები

• 2 მწიფე, კუბიკებად დაჭრილი ავოკადო

• 4 ნაწილად დაჭრილი პომიდორი
¼ ხახვი (დაჭრილი)

მომზადების დრო : 20 წთ.

მომზადების მეთოდი:

მოზრდილ ჯამში ერთად ათქვიფეთ ზეთი, ლიმნის წვენი, ნიორი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ სალათის ფურცლები, პომიდორი, ავოკადო და ხახვი. ურიეთ ნაზად, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერწყას ერთმანეთს. თქვენი სალათი მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცთან ან კრევეტებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები