განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს!

0
77
#post_seo_title

ნებისმიერი სხვა ხორცის მსგავსად, ქათმის ბარკლები მარტივად შეიწოვს ნებისმიერ სანელებელს. ამიტომ, დაამატეთ მხოლოდ ის სუნელები, რომელიც მოგწონთ.

შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი რეცეპტით: შეწვათ, ჩაშუშოთ, გამოაცხოთ, მოამზადოთ არომატული და პიკანტური მწვანილითა და სანელებლებით, და თითქმის დიეტური, ხრაშუნა ქერქით ან მის გარეშე.

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

გამომცხვარი ქათმის ბარკლები ბრინჯით და ბოსტნეულით

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

შემადგენლობა:

800 გრ ქათმის ბარკლები

250 გრ ბოსტნეულის ნარევი

1 ხახვი

2 კბილი. ნიორი

150 გრ ბრინჯი

1 ს.კ. ტომატის პასტა

2 დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. მცენარეული ზეთი

350 მლ წყალი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

მაგარი ყველი გემოვნებით

მომზადება:

გაასუფთავეთ და გარეცხეთ ქათმის ბარკლები, გააშრეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გარეცხეთ ბრინჯი, მას ბოსტნეულის მიქსი დაამატეთ, ასევე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი და აურიეთ.
მოათავსეთ ბრინჯი და ბოსტნეული ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. თავზე ქათმის ბარკლები მოაყარეთ და დაფნის ფოთლები დააწყვეთ. თუ გსურთ, დაამატეთ რამდენიმე საყვარელი სანელებელი.
ტომატის პასტა განაზავეთ მდუღარე წყალში, მარილი გემოვნებით. დაასხით ეს ნარევი ბარკლებსა და ბრინჯზე. დაფარეთ საცხობი ფურცელი ფოლგით და გააგზავნეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსამდე. აცხვეთ სანამ ხორცი სრულად არ მოიხარშება.

მოაყარეთ თითქმის დასრულებულ კერძს გახეხილი ყველი და კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ღუმელში დააბრუნეთ.

“ზარმაცი” ფეხები

ინგრედიენტები:

8 ცალი ქათმის ბარკლები

2 სტაფილო

2 ხახვი

1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი

1 ჭიქა ბრინჯი

500 მლ ბულიონი (წყალი)

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

პაპრიკა გემოვნებით

მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

ღრმა ტაფაში, მცენარეულ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. გარეცხილი ბრინჯი და სიმინდი დავუმატოთ  მოშუშულ ბოსტნეულს. აურიეთ სანამ ბრინჯი გაიჟღნთება ზეთში.

გადაიტანეთ ნარევი ფორმაში და დაასხით ორი ჭიქა ცხელი ბულიონი ან მდუღარე წყალი.
ბარკლები კარგად ამოავლეთ მარილის, წიწაკისა და პაპრიკის ნაზავში. მოათავსეთ ისინი ბრინჯზე, გადააფარეთ პერგამენტი, მოათავსეთ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში 200 ° C ტემპერატურაზე.

READ  დესერტზე უარის თქმა არ მოგიწევთ, თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ.

ქათმის ბარკლები ნაღების სოუსში

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

ინგრედიენტები:

6 ცალი. ქათმის ბარკალი

1 ჩ.კ. სუნელები ქათმისთვის

170 მლ ნაღები

40 მლ მზესუმზირის ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

კამა და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებულ და გარეცხილ ბარკლებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა და დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაშ.

ხორცი შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
ცალკე ათქვიფეთ ნაღები და ქათმის სუნელი. დაასხით ეს სოუსი ბარკლებზე. დააფარეთ ქვაბს სახურავი, შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ მომზადებამდე. სანამ მიირთმევთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ქათმის ფეხები სოიო-თაფლის სოუსში

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

შემადგენლობა:

0,5 კგ ქათმის ბარკლები

6 ს.კ. სოიოს სოუსი

4 ს.კ. კეტჩუპი

2 ს.კ. თაფლი

2 ჩ.კ. მდოგვი

4 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

აურიეთ სოუსის ინგრედიენტები: კეტჩუპი, თაფლი, მდოგვი, სოიოს სოუსი, გახეხილი ნიორი, მარილი და პილპილი.

დაასხით სოუსი ქათმის ბარკლებზე. სურვილისამებრ 15 წუთის განმავლობაში დატოვეთ დამარინადებული. მიუხედავად ამისა, კერძი ძალიან გემრიელი გამოდის, თუნდაც წინასწარი დამარინადების გარეშეც.
მოთუშეთ ქათამი სოუსში დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში, გადაატრიალეთ ხორცი ერთხელ ან ორჯერ.

ბარკლები მარინადში ბერძნულად

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ბუნებრივი იოგურტი

2 კგ ქათმის ბარკლები

1 ლიმონი

2 კბილი. ნიორი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

0.5 ს.კ. ხმელი ქონდარი

0,5 ჩ.კ. მარილი

შავი პილპილი გემოვნებით

პაპრიკა გემოვნებით

ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

მოამზადეთ მარინადი. შეურიეთ იოგურტი, ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი, ქონდარი, მარილი და პილპილი. დაამატეთ ლიმონის ქერქი (წვრილად გახეხილი) და ნახევარი ლიმონის წვენი (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი). კარგად აურიეთ და შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში.

მოათავსეთ ბარკლები მარინადით დიდ ცელოფნის პაკეტში და მოუკარით პირი. შეანჯღრიეთ ისე, რომ მარინადი გადანაწილდეს ხორცზე და ყველაფერი გაგზავნეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.
არჩევანი შენზეა! ბარკლები შეგიძლიათ შეწვათ ტაფაში ან  ღუმელში გამოაცხოთ. თუ ამ უკანასკნელ ვარიანტს აირჩევთ, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 190 ° C- მდე, მოათავსეთ ქათამი ღრმა საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 45–55 წუთის განმავლობაში.

READ  წვნიანი ქათმის ნაჭრები ნაღების სოუსში, გამომცხვარი ყველით. საოცარი შედეგი!

განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს! | შენი სუფრა

ჩვენ მივუთითებთ მომზადების საშუალო დროს. ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ქათმის ასაკზე, ბარკლების ზომაზე და მარინადობაზე. მაგრამ ერთი რჩევა გაითვალისწინეთ: რომ დარწმუნდეთ, ხორცი მზად არის თუ არა, გადაჭერით ბარკლის სქელი ნაწილი. თუ იქიდან სუფთა სითხე გადმოიღვრება, მაშინ მთლიანად მზად არის. თუ წვენი ვარდისფერი ან სისხლიანია, მაშინ ისინი უფრო ხანგრძლივად უნდა მოხარშოთ. ეს ასევე ეხება ქათმის  ნებისმიერ სხვა ნაწილს. გაითვალისწინეთ ჩვენი რეცეპტები და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ