კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიგამოძიება დაიწყო - მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი

გამოძიება დაიწყო – მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ძაღლს, რომელსაც ბაღდათში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენეს, ოპერაცია ჩაუტარეს. ოპერაცია ვეტერინარებთან ერთად, სპეციალურად მოწვეულმა ნეიროქირურგმა ჩაუტარეს. მიუსაფარი ცხოველი მოხალისეებმა გუშინ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა რენდგენოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ ცხოველს მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

“გაუძლო
ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.
თავის ტვინი დეკომპრესირებულია.
ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს.
მიყვარხართ” – წერს ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, რადგან წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები