1.4K
მოამზადეთ ბრინჯი, ქათმის გულებით, კერძი ძალიან ნოყიერი და გემრილია. კერძი მთელი ოჯახისთვის.
ინგრედიენტები: 500 გრ ქათმის გულები, 300 გრ ბრინჯი, 250 გრ მწვანე ლობიო, 1 ც სტაფილო, 4 კბ ნიორი, 3 ს.კ. სოიოს სოუსი, 3 ს.კ. ზეთი, 20 გრ ჯანჯაფილი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
გარეცხეთ და გაასუფთავეთ ქათმის გულები.
გათალეთ და დაჭერით თხლად სიგრძეზე ჯანჯაფილი და სტაფილო. გაატარეთ ნიორი.
ღრმა ტაფაში ზეთში მოთუშეთ ქათმის გულები და ჯანჯაფილი, 5 წუთში დაამატეთ სტაფილო და ლობიო, შუშეთ კიდევ 5 წუთი, დაამატეთ სუნელები, ნიორი, სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ.
დააყარეთ ლობიო, დაასხით წყალი ისე, რომ ინგრედიენტები 1-2 სმ-ით დაფაროს. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. შემდეგ მოურიეთ ყველა ინგრედიენტს და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთით.
მიირთვით მზა კერძი კეტჩუპთან ან სხვა საყვარელ სოუსთან, ან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. ეს კერძი შესანიშნავია ბავშვებისთვის, ან მათთვის ვინც დიეტას იცავს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi




