შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedბოსტნეული - როგორ შევინახოთ რომ არ გაფუჭდეს

ბოსტნეული – როგორ შევინახოთ რომ არ გაფუჭდეს

ხილი და ბოსტნეული, მათ  შესანახად რაიმე საერთო სტანდარტი არ არსებობს.

ყველა პროდუქტს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. მაგალითად, კიტრის ადგილი მაცივარშია, მაგრამ პომიდვრის პირვანდელი გემო რომ არ დავკარგოთ, უმჯობესია, თუ მას თაროზე მოვათავსებთ. აქ მოცემული მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

ყაბაყის შენახვა მაცივარში შესაძლებელია ერთიდან ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში. მოათავსეთ ბოსტნეული  ცელოფნის ან ქაღალდის პარკში, გაურეცხავ და მშრალ მდგომარეობაში, ისე რომ პარკს თავი არ მოუკრათ, რათა ჰაერის ცირკულაციის მეშვეობით მოდხეს ყაბაყის სტრუქტურისა და ბუნებრივი თვისებების სიახლის შენარჩუნება.

ბულგარული წიწაკა – უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთისგან გამოვაცალკევოთ ბოსტნეული და მისი  მოუმწიფებელი ნაყოფი მომწიფებულისგან, რადგან მაცივრის გარეშე შენახვის პირობები განსხვავებულია. მოუმწიფებელი ბულგარული წიწაკის შენახვა უმჯობესია 10-12 გრადუსზე და 90% ტენიანობის პირობებში სარდაფში ან ნებისმიერ გრილ ადგილზე, ხოლო მომწიფებულის 1-2 გრადუსზე 90% ტენიანობით.

სტაფილოს შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე მოაშორეთ მომწვანო ზედა ნაწილი რათა არ მოხდეს ტენიანობისა და საკვები ნივთიერებების სტაფილოს ძირითადი ნაწილიდან ამ ნაწილისკენ გადანაცვლება, რამაც შესაძლოა გამოაშროს ბოსტნეული. შეინახეთ მაცივარში გაურეცხავ და გაუთლელ მდგომარეობაში. გამოყენებამდე გარეცხვის შემდეგ თუ სტაფილო დარბილდა.

#drpkhakadze

#pitskhelauri

 

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ისპანახის 10 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები