ბებიას საფირმო რეცეპტი! ნამდვილად ჰიტად იქცევა ზაფხულში!

0
79
#post_seo_title

ზამთრისთვის ხილის და ბოსტნეულის შენახვა-დაკონსერვება საინტერესო ამოცანაა, არ არის რთული, მიტუმეტეს თუ წარმოვიდგენთ რა სიამოვნებით მივირთმევთ-ხოლმე ზამთარში ამა თუ იმ პროდუქტს.

ყველას მოგვიმზადებია კიტრის მწნილი, მაგრამ ამ რეცეპტით ვფიქრობ პირველად მოგვიწევს შენახვა. კიტრი კობოსტოს ფოთოლში გახვეული უგემრიელესია და პიკანტური გემო აქვს. შეინახეთ რეცეპტი და სცადეთ მომზადების დროს, აუცილებლად მოგეწონებათ.

შემადგენლობა

კიტრი 2 კგ

თეთრი კომბოსტო 1 ცალი.

ვაშლის ძმარი 300 მლ

ნიორი 3-4 კბილი.

შაქარი 2 ს/კ.

მარილი 2 ს/კ.

კამა 0.5 კონა.

მომზადება

გარეცხეთ კომბოსტო. აკურატულად შემოაცალეთ ფოთლები.

ფოთლები 2 წუთით ჩაუშვით მდუღარე წყალში, ამოიღეთ და გააშრეთ.

კიტრი გარეცხეთ, მდუღარეში ამოავლეთ, შემდეგ ჩაუშვით ცივ წყალში. დაწურეთ, ყუნწის მხარეს ცოტა მოაჭერით, შეახვიეთ რულეტივით კომბოსტოს ფოთოლში და შეკარით ძაფით. ასე გაამზადეთ თითოეული კიტრი.

გამზადებული კიტრი ჩაალაგეთ ქილაში, დაამატეთ ნიორი, კამა, წიწაკა.

წყალი აადუღეთ, დაამატეთ მარილი, შაქარი, ვაშლის ძმარი და მდუღარე დაასხით ქილას. 10-15 წუთის შემდეგ გადმოასხით ქვაბში, აადუღეთ კვლავ იგივე სითხე და ისევ დაასხით ქილას. უკვე მესამედ დასხმის შემდეგ მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ ქილა და შეფუთეთ გაციებამდე.

 

 

READ  ეს რაღაც განსაკუთრებულია! როგორ ავაწყოთ ყველაზე ლამაზი და ორიგინალური კალათა ნათელი დღესასწაულისთვის? ჩადეთ მასში ეს სილამაზე.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ