ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ!

0
230
#post_seo_title

ბაზლამა ეს არის თურქული პური, რომელსაც მიირთმევენ ჩაისთან ერთად საუზმეზე. ის გემრიელია კარაქთან და ყველთან ერთად.

კლასიკური რეცეპტის მიხედვით მას საფუარზე და წყალზე ამზადებენ. მაგრამ თუ საფუვრიანი ცომი არ მოგწონთ, შემოგთავაზებთ ალტერნატიულ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად შეგიყვარდებათ.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

როგორ გამოვაცხოთ ბაზლამა ტაფაზე

დიდი პლიუსი ის არის, რომ მის მოსამზადებლად რამოდენიმე ინგრედიენტია საჭირო, თან იაფი და ადვილად მოსაძებნი ჩვენს სამზარეულოში.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

შემადგენლობა

400 გრამი ფქვილი

250 მლ კეფირი

მარილი გემოვნებით

1 ჩ/კ. სოდა

მომზადება

ფქვილს დაამატეთ სოდა და მარილი.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

ჩაყარეთ ცომისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ფქვილი, თანდათან დაამატეთ კეფირი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და ნაზი.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

ცომი ხელზე რომ არ მიგეწებოთ, ხელი ოდნავ დაისველეთ ზეთით.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

ცომი 10 წუთით დაასვენეთ მაცივარში.

 

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

ცომი გაყავით 5 ნაწილად, თითოეული გაათხელეთ სქელი ბლინის სისქეზე.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

დაჩხვლიტეთ ჩანგლით თითოეული. ტაფა გაახურეთ ცეცხლზე.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს და ცხელსვე წაუსვით კარაქი ზემოდან. ტაფას ცხიმი არ სჭირდება.

გამოდის ძალიან არომატული, რომელიც პურის საუკეთესო შემცვლელია.

 

ბაზლამა-თურქული პური კეფირზე. ერთი თვეა მაღაზიაში პურს აღარ ვყიდულობ! | შენი სუფრა

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წვნიანი ქათმის ნაჭრები ნაღების სოუსში, გამომცხვარი ყველით. საოცარი შედეგი!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ