არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

0
21
#post_seo_title

როგორც წესი, ღორის ხორცს წვავენ ან თუშავენ. მოხარშულს დიდად არ წყალობენ, მაგრამ მისი გაუმჯობესება არაჩვეულებრივი მისაყოლებელი მარინადის მომზადებით შეიძლება! რთული არაა, უბრალოდ საჭიროა მოცდა, რათა ხორცი სუნელებით ბოლომდე გაჯერდეს. თუ ქინძი არ გიყვართ, შეგიძლიათ ოხრახუშით, კამათი, პიტნათი, რეჰანით ან სხვა მწვანილით ჩაანაცლოთ.

ინგრედიენტები

ღორის ხორცი 500გ

შავი წიწაკის მარცვალი  3ც

მიხაკი 4ც

დაფნის ფოთოლო 2ც

ხახვი 3ც

ქინძი 1 კონა

წითელი წიწაკა 1ც

წყალი 50 მლ

ლიმნის წვენი 90მლ

ბალზამირებული ძმარი 2 ს.კ.

შაქარი 3 ს.კ.

მარილი 1.5 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი 4 ს.კ.

შავი პილპილი 0.5 ჩ.კ.

მაიორანი 0.5 ჩ.კ.

ოხრახუში 1 ჩ.კ.

ცხარე წიწაკის ფანტელები 0.25 ჩ.კ.

მომზადება

ხორცის მთლიანი ნაწილი მდუღარე წყალში ჩაუშვით, დაამატეთ წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ხახვი. მოათავსეთ მიხაკი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. ნახევარი საათის შემდეგ მოაყარეთ მარილი და კიდევ 10 წთ ხარშეთ. თუ ხორცი მოწითალოა, ესეიგი მზად არაა და ხარშვა განაგრძეთ.

არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

აურიეთ 50 მლ წყალი, ზეთი, ლიმნის წვენი და ბალზამირებული ძმარი. დაამატეთ სუნელები, მარილი და შაქარი.

არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

დაჭერით ხახვი ტოლ წვრილ წრეებად ან ნახევარწრეებად.

არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

ამოიღეთ ხორცი წყლიდან, დაჭერით საშუალო ნაჭრებად – მსუქანი ნაჭრები არ შეიწოვს, წვრილები კი მარინადში დაიშლება.

არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

მარინადის მოსამზადებელ ჭურჭელში მონაცვლეობით მოათავსეთ ხორცის და ხახვის ფენები. დაასხით მარინადი, დაახურეთ თავსახური, შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, სჯობს მთელი ღამით. ბოლოს წითელი წიწაკა დააჭერით და დაჭერით.

არ მოგატყუებთ, ამის მოსამზადებლად 10-ზე მეტი ინგრედიენტია საჭირო, მაგრამ ნამდვილად ღირს წვალება

თეფშზე ლამაზად გაანაწილეთ და მწვანილით მორთეთ.

მასალის გამოყენების პირობები