არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე!

0
75
#post_seo_title

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ტკბილეული. მითუმეტეს, თუ დესერტი სახლში ცხვება, მისი არომატი ყველგან ტრიალებს და ერთი სული გაქვს, როდის გაუმასპინძლდები ოჯახის წევრებს.

შემოგთავაზებთ ვაშლის ღვეზელის ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელსაც ყველა დიასახლისი მარტივად გაართმევს თავს. ის გემრიელია და ზომიერად ტკბილი, შეგიძლიათ კარაქის ნაცვლად გამოიყენოთ ზეთი და არაჩვეულებრივი სამარხვო დესერტი გამოგივათ.

მარტივი და გემრიელი ვაშლის ღვეზელი

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

რეცეპტს ჰქვია “სამი ჭიქა”, თავისი მარტივი ინგრედიენტების მიუხედავად, გემრიელია და ყველას გულს იპყრობს.

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

შემადგენლობა

1 ჭიქა ხორბლის ფქვილი უმაღლესი ხარისხის

1 ჭიქა მანანის ბურღული

1 ჭიქა შაქარი

1/2 ჭიქა ქიშმიში

180 გ კარაქი

1.5 კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი (5-6 ცალი)

2 ჩ/კ. დარიჩინი

1 ს/კ. საცხობი ფხვნილი ცომის

1/3 ჩ/კ.მარილი

3 ს/კ. ლიმონის წვენი

მომზადება

ფქვილი, შაქარი და მანანის ბურღული ავურიოთ თასში. დავამატოთ 1/3 ჩ/კ. მარილი და 1 ს/კ. საცხობი ფხვნილი ცომისთვის.

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

გაასუფთავეთ ვაშლი, გახეხეთ და დაასხით 3 ს/კ. ლიმონის წვენი, დაამატეთ ქიშმიში, დარიჩინი და აურიეთ.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. კარაქი უნდა იყოს მაცივარში.

ფორმაში ფქვილიანი მასიდან თანაბრად მოფანტეთ 4 ს/კ., შემდეგ გახეხილი ვაშლი, ასე გაანაწილეთ ორივე მასა, არ დაგავიწყდეთ თითოეული ფენის გადასწორება.

 

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

ბოლოს მოაყარეთ გახეხილი კარაქი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო კარაქი ან მარგარინი.

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

არომატული და გემრიელი ვაშლის ღვეზელი კვერცხისა და რძის გარეშე! | შენი სუფრა

შეგიძლიათ ვაშლს დაუმატოთ გახეხილი ნოგოზიც.

 

მასალის გამოყენების პირობები
READ  უმარტივესი და უგემრიელესი ნამცხვარი სახელად ,,სამი ჭიქა” ბანანით

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ